ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal), საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).
- თეთრი სიწმინდისა და სტერილურობის ფერია, სწორედ ამიტომაა რომ თეთრ ფერში გამოსახავენ ანგელოზებს და წმინდანებს.
- შავი კატა. შავი ფერი მისტიკისა და ბოროტების სიმბოლოცაა, შავი კატა ცუდის მომასწავებლად ითვლება.
- საბჭოთა კავშირის დროშა. წითელი ხშირად ასოცირდება ძალაუფლებასთან და დიქტატურასთან.
- ყვითელი ენერგიისა და სითბოს სიმბოლოა.
- მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და დედამიწასთან.
- შუქნიშანზე გამოყენებული სამი ფერი მწვანე, წითელი და ყვითელი ყველაზე კარგად და შორ მანძილზე გარჩევადი ფერებია.
- ყავისფერი ცისფერთან და მწვანესთან დედამიწის და ბუნების სიმბოლოა.