From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ კარლ ავსტრიელი (გერმ. Ferdinand Karl von Österreich; დ. 1 ივნისი, 1754, ვენა, ავსტრია — გ. 24 დეკემბერი, 1806, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ვაჟი. ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი და მილანის საჰერცოგოს გუბერნატორი 1765-1796 წლებში. მოდენისა და რეჯოს საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე, რომელზე ასვლაც ვერ მოახერხა ნაპოლეონის ომების გამო. იმპერატორ იოზეფ II-ის, იმპერატორ ლეოპოლდ II-ის, დედოფალ მარია კაროლინასა და დედოფალ მარია ანტუანეტას ძმა.
ფერდინანდ კარლ ავსტრიელი | |
---|---|
სრული სახელი
ფერდინანდ კარლ ანტონ იოზეფ იოჰან სტანისლას ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია | |
წოდებები
ბრაიზგაუს ჰერცოგი ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი | |
დაიბადა |
1 ივნისი, 1754 ვენა, ავსტრია |
გარდაიცვალა |
24 დეკემბერი, 1806, (52 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მეუღლე(ები) | მარია ბეატრიჩე დ’ესტე |
შვილ(ებ)ი |
მარია ტერეზა, სარდინიის დედოფალი მარია ლეოპოლდინა, ბავარიის კურფიურსტი ფრანჩესკო IV, მოდენის ჰერცოგი მარია ლუდოვიკა, ავსტრიის იმპერატრიცა |
მამა | ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა | მარია ტერეზია ავსტრიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ფერდინანდ კარლი დაიბადა 1754 წლის 1 ივნისს შონბრუნის სასახლეში, ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და მისი ცოლის, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ვაჟი.
უკვე 1763 წელს იმპერატრიცა მარია ტერეზიამ ხელშეკრულება გააფორმა მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე III-სთან, იმის თაობაზე, რომ ფერდინანდ კარლი ცოლად შეირთავდა ერკოლეს ერთადერთ ასულს, პრინცესა მარია ბეატრიჩეს, რითაც იგი მოდენისა და რეჯოს ახალი ჰერცოგი გახდებოდა, ცხადია, სიმამრის გარდაცვალების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მარია ტერეზია ამ ხელშეკრულების გაფორმებას 1753 წლიდან ცდილობდა, ჯერ კიდევ თავისი ვაჟის, ერცჰერცოგ ლეოპოლდის შეთავაზებით, თუმცა მაშინ არაფერი გამოუვიდა, რადგან ერკოლე ფიქრობდა, რომ კიდევ შეეძლო ვაჟის გაჩენა.
1771 წლის 15 ოქტომბერს, შეთანხმებისამებრ, ერცჰერცოგმა ფერდინანდ კარლმა ცოლად შეირთო პრინცესა მარია ბეატრიჩე, ერკოლე III-ის ერთადერთი ქალიშვილი. მათი ქორწინების აღსანიშნავად საოპერო წარმოდგენა თავად მოცარტმა დადგა.
ფერდინანდ კარლს იმედები გაუცრუვდა, ვინაიდან მისმა სიმამრმა მათი ქორწინებიდან კიდევ 32 წელი იცოცხლა, რის გამოც მან ვერ მოახერხა მოდენის ტახტზე ასვლა. ამის სანაცვლოდ დედამისმა მას მილანის გუბერნატორობა მისცა, რის გამოც იგი ცოლ-შვილთან ერთად სწორედ მილანში ცხოვრობდა.
1780 წელს თავისი ძმის, იმპერატორ იოზეფ II-ის ბრძენებულებით ფერდინანდ კარლი მთელი ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორი გახდა. უკვე 1796 წელს საფრანგეთის ჯარებმა ნაპოლეონის ხელმძღვანელობით დაიპყრეს მთელი ჩრდილოეთ იტალია, მათ შორის ლომბარდიაც, რის გამოც ერცჰერცოგი ოჯახთან ერთად ვენაში გაიქცა. აღასნიშნავია, რომ მან უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მისი სამფლობელოების ადგილას კი ნაპოლეონმა კიზალპინების რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.
1797 წელს გაფორმებული კამპოფორმიოს ხელშეკრულებით, ერკოლე III-ს ჩამოერთვა მოდენისა და რეჯოს საჰერცოგო და გადაეცა ბრაიზგაუს ჰერცოგობა. შესაბამისად, როდესაც 1803 წელს ერკოლე დაიღუპა, ფერდინანდ კარლმა მემკვიდრეობით არა მოდენა და რეჯო, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არამედ ბრაიზგაუ მიიღო. 1805 წელს ფერდინანდმა პრესბურგის ხელშეკრულების გაფორმებისას სცადა, რომ ბრაიზგაუ ბადენის დიდ საჰერცოგოში გაეცვალა, მაგრამ ამაოდ.
იგი გარდაიცვალა 1806 წლის 24 დეკემბერს ვენაში, 52 წლის ასაკში. დაკრძალეს ჰაბსბურგთა საგვარეულო მავზოლეუმში.
ფერდინანდ კარლს მარია ბეატრიჩესაგან ათი შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.