From Wikipedia, the free encyclopedia
ფერგიუს ურკჰარტი (ინგლ. Feargus Urquhart; დ.19 აპრილი, 1970) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი. Obsidian Entertainment-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.[1][2][3][4]
ფერგიუს ურკჰარტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1970 კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | Obsidian Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი |
ფერგიუსმა პოპულარობა მოიპოვა კომპანია Interplay Entertainment-ში მუშაობით, როგორც Black Isle Studios ლიდერმა[5][6] — Interplay ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ვიდეო თამაშების შექმნით იყო დაკავებული. აღნიშნული ქვედანაყოფი შექმნილი იქნა 1997 წელს, ფერგიუს ურკჰარტის მიერ. ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ურკჰარტმა გამოუშვა „Fallout“-ის პირველი და მეორე სერია[3].[7]. 1999 წელს საიტმა IGN-მა ურკჰარტს გადასცა Unsung Hero of the Year-ის ჯილდო. (ქართ."წლის უცნობი გმირი"), და ასევე დასძინა, რომ „ვიდეო თამაშების მოყვარულების უმეტესობამ არ იცის Black Isle Studios პროექტებში ურკჰარტის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ, თუმცა ფერგიუსი უარყოფს იმას, რომ ყველა მცდელობა აღიარებული იყოს, როგორც მისი დამსახურება.“
როდესაც Interplay დადგა ფინანსური პრობლემების წინაშე, Black Isle Studios მომავალი გახდა გაურკვეველი. ურკჰარტმა და სტუდიის სხვა ვეტერანმა თანამშრომლებმა დატოვეს კომპანია, რათა შეექმნათ საკუთარი კომპანია.[4][8] 2003 წელს მათ შექმნეს კომპანია, სახელწოდებით Obsidian Entertainment და ფერგიუსმა დაიკავა ხელმძღვანელის თანამდებობა.
ამჟამად ფერგიუსი ცხოვრობს ქალაქ ირვაინში, კალიფორნიის შტატში. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.