ფეიქარასებრნი (ლათ. Ploceidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა; აერთიანებს განსხვავებული გარეგნობის ფრინველებს. მათი სხეულის სიგრძე 7–30 სმ, მასა 7–100 გ აღწევს. ზოგს გრძელი (60 სმ-მდე) ბოლო აქვს. ძირითადად გავრცელებული არიან აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. შემდგომში ადამიანთან ერთად ჩრდილოეთით გადაინაცვლეს. შეფერილი არიან მურა ან ღია ფერად (წითელი, ლურჯი, ყვითელი). ზოგჯერ კოლონიებად ბინადრობენ. მეტად განსხვავებული ბუდეები აქვთ, რომლითაც ხშირად დიდი ხელოვნებით ქსოვენ (აქედან სახელწოდება). იკვებებიან მარცვლოვნებით.
ფეიქარასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქუდიანი ფეიქარა (Ploceus cucullatus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ploceidae (Sundevall, 1836) | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.