![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/FaithEvansApr05.jpg/640px-FaithEvansApr05.jpg&w=640&q=50)
ფეით ევანზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეით რენე ევანსი (ინგლ. Faith Renée Evans; დ. 10 ივნისი, 1973, ლეიკლენდი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. დაიბადა ლეიკლენდში, ფლორიდაში და გაიზარდა ნიუ-ჯერსიში, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში 1991 წელს.
ფეით ევანსი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფეით რენე ევანსი |
დაბ. თარიღი | 10 ივნისი, 1973 (1973-06-10) (51 წლის) |
დაბ. ადგილი | Lakeland, Polk County, ფლორიდა, აშშ |
წარმოშობა | ლეიკლენდი, ფლორიდა, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 1994 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | faithevansmusic.com |
ფეით ევანზი ვიკისაწყობში |
კარიერის დასაწყისი იყო Al B. Sure!-ისა და კრისტოფერ უილიამსის ბექ ვოკალისტი. 20 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Puff Daddy's Bad Boy Records. 1995 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Faith. ნამუშევარს კრიტიკოსთა მოწონება და კომერციული წარმატება ხვდა წილად. 1997 წელს ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია „I'll Be Missing You", რომლისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო. მუსიკოსმა შემდეგ გამოუშვა თავისი მეორე და მესამე სტუდიური ალბომები, Keep the Faith (1998) და Faithfully (2001). 2003 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მისი მეოთხე ალბომი, The First Lady გამოვიდა 2005 წელს. ნამუშევარმა ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. მალევე მუსიკოსმა გამოუშვა საშობაო ალბომი A Faithful Christmas (2005), თუმცა ნამუშევარი ვერ მოხვდა ჩარტში. პაუზის შემდეგ მან დამოუკიდებლად გამოუშვა მეხუთე ალბომი Something About Faith (2010), რასაც მოჰყვა მეექვსე ალბომი Incomparable (2014). მუსიკოსს 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.
ევანსის დებიუტი ეკრანზე 2000 წელს შედგა რობერტ ადეტუის მუსიკალურ დრამაში Turn It Up. 2008 წელს მუსიკოსმა გამოუშვა ავტობიოგრაფია, „Keep the Faith: A Memoir“ Grand Central Publishing-ის ეგიდით. ნამუშევარმა 2009 წელს მოიგო აფრო-ამერიკული ლიტერატურული ჯილდო საუკეთესო ბიოგრაფიის/მემუარების კატეგორიაში.