ფატეჰპურ-სიკრი (ჰინ. फतेहपूर सिकरी, ინგლ. Fatehpur Sikri, ურდუ فتحپور سیکری) — ქალაქი ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში. ადრე აქბარის მმართველობის დროს 1571-1585 წლებში მოგოლთა იმპერიის დედაქალაქი იყო, შემდეგ დაკარგა დედაქალაქის სტატუსი წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო. 1986 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ქალაქი | |
---|---|
ფატეჰპურ-სიკრი फतेहपूर सिकरी | |
ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | უტარ-პრადეში |
ოლქი | აგრა |
კოორდინატები | 27°05′40″ ჩ. გ. 77°39′51″ ა. გ. |
ფართობი | 400 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 213 მეტრი |
მოსახლეობა | 28,754 კაცი (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 05240[1] |
საფოსტო ინდექსი | 283110[2] |
ოფიციალური საიტი | https://www.fatehpursikri.gov.in/ |
ფატეჰპურ-სიკრი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 27°05′40″ ჩ. გ. 77°39′51″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 255 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 255 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მთავარი ნაგებობები
ფატეჰპურ-სიკრის ნაგებობები — წარმოადგენს განსხვავებული არქიტექტურული სკოლების სინთეზს, როგორიცაა რაჯიპუტული და მოგოლური. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ მშენებლობაში მონაწილეობდნენ არქიტექტორები ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. ჯაინიზმის და ინდუიზმის არქიტექტურული ელემენტები მჭიდროდ გადაჭდობილია ისლამურთან.სამშენებლო მასალად გამოყენებულია წითელი ქვიშაქვა.
ქალაქის ცნობილი ნაგებობები:
- ნაუბატ-ხანა
- მარიამ-აზ-ზამანის სასახლე — სასახლე აგებული XVII საუკუნეში გუჯარათული არქიტექტურის გავლენით.
- პანჩ-მაჰალი — ხუთსართულიანი სასახლე.
- ბულანდ-დერვაზა — ფატეჰპურ-სიკრის ერთ-ერთი კარიბჭე.
- ჯამა-მასჯიდი — მეჩეთი.
- სალიმა ჩიშთის მავზოლეუმი.
იხილეთ აგრეთვე
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.