ფარულკუდიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარულკუდიანი, ნამდვილი ტინამუ ან ტინამუ-კრიპტურელუსი (ლათ. Crypturellus) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა. მოიცავს 21 სახეობას. ლათინური სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან: κρυπτός — ფარული და οὐρά — კუდი. მათი სხეულის სიგრძეა 20–32,5 სმ. როგორც წესი მდედრი უფრო მსხვილი და მძიმეა, ვიდრე მამრი. გავრცელებულნი არიან ურუგვაიდან მექსიკამდე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სავანებში. იკვებებიან ნაყოფებით, თესლებითა და მწერებით. არააქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ.
სწრაფი ფაქტები ფარულკუდიანი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფარულკუდიანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტატაუპა (Crypturellus tataupa) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Crypturellus (Brabourne & Chubb, 1914) | |||||||||||||
|
დახურვა