![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/Achillea_millefolium.jpg/640px-Achillea_millefolium.jpg&w=640&q=50)
ფარსმანდუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარსმანდუკი (ლათ. Achillea) — მრავალწლოვანი ბალახების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს დაახლოებით 150-მდე სახეობას.
ფარსმანდუკი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Achillea | ||||||||||||
|
გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმთავრესად მთაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში. ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. საქართველოში გვხვდება 13 სახეობა, მათგან ერთი — Achillea sedelmeyeriana — საქართველოს ენდემია. საქართველოში სახეობების უმეტესობა იზრდება ტყისა და სუბალპური სარტყლის მდელოებსა და ბუჩქნარებში, მცირე ნაწილი — დაბლობზე და მთის ქვედა სარტყელში.
თაფლოვანი მცენარეებია. ჩვეულებრივი ფარსმანდუკი (ლათ. Achillea millefolium) და სხვა სახეობა შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს. ხმარობენ სისხლდენის შესაჩერებლად და ჭრილობის შესახორცებლად, ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ. იყენებენ მწარე ლიქორის, ნაყენისა და ეგრეთ წოდებული მადის მომგვრელი ჩაის დასამზადებლად.