From Wikipedia, the free encyclopedia
ფამაგუსტის რაიონი ან ამოხოსტოსის რაიონი (ბერძ. Επαρχία Αμμοχώστου) — კვიპროსის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთი. განლაგებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით — კირენიის, ნიქოზიისა და ლარნაკის რაიონები. ფამაგუსტის რაიონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი უკავია ბრიტანულ სამხედრო ბაზას — დეკელიას. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფამაგუსტა. ფართობი — 1979 კმ².
1974 წლიდან ფამაგუსტის რაიონის დიდი ნაწილი, ქალაქ ფამაგუსტის ჩათვლით, შედის არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შემადგენლობაში, სადაც კარპასის ნახევარკუნძული ისკელეს რაიონს (ამავე სახელობის ადმინისტრაციული ცენტრით), ხოლო დანარჩენი ნაწილი გაზიმაგუსის რაიონს ეკუთვნის. 2006 წელს მოსახლეობის რაოდენობა გაზიმაგუსის თურქულ რაიონში 64 269 ადამიანი იყო, ხოლო ისკელეს რაიონში — 21 978; საერთო ჯამში ფამაგუსტის რაიონში ცხოვრობდა 86 247 კაცი, საიდანაც უმრავლესობა თურქი იყო.[7]
ფამაგუსტის რაიონი იყოფა ექვს თემად.
რაიონის სამხრეთი ბერძნული ნაწილის (მათ შორის ქალაქი აია-ნაპა) მოსახლეობა 2001 წელს 37 738 ადამიანი იყო.[8] ფამაგუსტის რაიონის ადმინისტრაცია დროებით ქალაქ პარალიმნში მდებარეობს. 2011 წლის მონაცემებით ბერძნული ნაწილის მოსახლეობა შეადგენს 46 452 ადამიანს,[9] საიდანაც 37 016 (79,7 %) ბერძენია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.