From Wikipedia, the free encyclopedia
ფაბიანე (ლათ. Fabian; დ. დაახლ. 200 — გ. 20 იანვარი, 250) — მღვდელმოწამე, რომის პაპი 236 წლის 10 იანვრიდან — 250 წლის 20 იანვრამდე. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. მან რომი 7 საეკლესიო ოლქად დაყო. 7 ნოტარიუსს დაევალა მოწამეთა ისტორიების აღწერა, ხოლო 7 დიაკვანს — ოლქებში წესრიგის დაცვა. ამ დროს რომის ეპისკოპოსს აპენინის ნახევარკუნძულის საეპისკოპოსოები ექვემდებარებოდა. რომის ეპისკოპოსს სხვა ეპისკოპოსების ეკლესიიდან განკვეთა და დანიშვნა შეეძლო. მისი ძალაუფლება აგრეთვე ესპანეთზე, გალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაზე ვრცელდებოდა[1]. ფაბიანეს ხსენების დღეა 5 აგვისტო. თავდაპირველად სოფლის მღვდელი იყო. ეპისკოპოსის კათედრა მიიღო ანტერის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.