From Wikipedia, the free encyclopedia
ხუთი დინასტია და ათი სამეფო, ასევე უ ტაი (ჩინ.: 五代十國; ჩინ.: 五代十国; ფინინი: wǔ dài shí guó) — აჯანყებებისა და პოლიტიკური დაყოფის ხანა 907-979 წლებში, საიმპერატორო ჩინეთის ტერიტორიაზე. ეპოქა იწყება 907 წელს, თანგის დინასტიის დაცემით და სრულდება სუნგის დინასტიის დაარსებით, 960 წელს. მომდევნო 19 წლის განმავლობაში სუნგმა სამხრეთ ჩინეთში თანდათან დაიმორჩილა დარჩენილი სახელმწიფოები, ლიაოს სამეფოს გამოკლებით. გვიანი თანგის დინასტიის კონტროლი მრავალრიცხოვან ჩინოვნიკ ფანგჭენგებზე შემცირდა, ამიტომ 907 წლამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა მრავალი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო. თანგის დინასტიის დაცემის შემდეგ, ცენტრალური დაბლობის რამდენიმე მეომარმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. 907 წლიდან 979 წლამდე პერიოდის მანძილზე წარმოქმნილ სამეფოებსა და მათ ალიანსებს შორის პირველობის მოსაპოვებლად გამუდმებული საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხუთი დინასტიის და ათი სამეფოს უკანასკნელი დინასტიური სახელმწიფო იყო ჩრდილოეთი ხანი, რომელსაც 979 წელს სუნგის დინასტია იპყრობს. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სუნგის დინასტიის პარალელურად არსებობდა ლიაოს და ძინის დინასტიები და სხვა რეჟიმები ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ საბოლოოდ ყველა მათგანი არ გაერთიანდა იუენის დინასტიაში.
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
იხილეთ აგრეთვე
ჩინეთის ისტორიოგრაფია | |||||||
რეალურად, სამხრეთის სამეფოები სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, გააჩნდათ რა საკუთარი დინასტიები. ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდი იყო ჩინეთის ფეოდალური დაქუცმაცებულობის, სხვადასხვა სამხედრო-ფეოდალურ ჯგუფებს შორის გამუდმებული ომების ხანა. დაეცა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა. მოგვიანებით სუნგის დინასტიამ გააერთიანა ჩინეთი და ბოლო მოუღო უ ტაის პერიოდს ჩინეთის ისტორიაში.[1]
თანგის დინასტიის დასასრულს, იმპერიულმა ხელისუფლებამ გაზრდილი უფლებამოსილება მიანიჭა ძიედუებს, რეგიონალურ სამხედრო გუბერნატორებს. ან ლუშანის (755–763) და ხუანგ ჩაოს აჯანყებებმა დაასუსტა იმპერიული მთავრობა და მე-10 საუკუნის დასაწყისში ძიედუებმა ხელისუფლებისგან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თანგის დინასტიის ბოლო ათწლეულში ძიედუების ცენტრალური სასამართლო უწყების მიერ დანიშვნის პროცესი ჩაანაცვლა მემკვიდრეობითმა სისტემამ, მამიდან შვილზე ან მფარველიდან პროტეჟემდე. მათ გააჩნდათ საკუთარი არმია, რომლებიც წინააღმდეგობაში უდგებოდნენ სასახლის არმიას. ადგილობრივმა შენაერთებმა დააგროვეს უზარმაზარი სიმდიდრე, რაზეც მეტყველებს მათ სამარხებში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარი.[2] ან ლუშანის აჯანყების შემდეგ თანგის ცენტრალური ხელისუფლების დაცემის შედეგად, რეგიონალური ადმინისტრაციების ზემოქმედება ძველ ოლქებსა და პრეფექტურებზე გაიზარდა. ეს ადმინისტრაციები, რომლებიც სარაიონო კომისიების სახელით არის ცნობილი, შემდგომში სამხრეთის რეგიონის საზღვრები ხდებიან. მრავალი სარაიონო კომისარი გახდა ამ სამეფოების იმპერატორი ან მეფე.[3]
ისტორიკოსმა ჰუგო კლარკმა შემოგვთავაზა ამ პერიოდის ფართო პოლიტიკური ტენდენციების სამეტაპიანი მოდელი. პირველი ეტაპი (880–910) მოიცავს პერიოდს ხუანგ ჩაოს აჯანყებასა და თანგის დინასტიის ოფიციალურ დასასრულს შორის, სადაც ქაოტური ბრძოლები მიმდინარეობდა მეომრებს შორის, რომლებიც აკონტროლებდნენ დაახლოებით ერთ ან ორ პრეფექტურას. მეორე ეტაპზე (910–950) სხვადასხვა მეომრებმა სტაბილიზაცია და საკმარისი ლეგიტიმაცია მოიპოვეს ახალი დინასტიების გამოსაცხადებლად. მესამე ეტაპზე (950–979) მოხდა ჩინეთის გაერთიანება ჭოუს დინასტიისა და მისი მემკვიდრე სუნგის დინასტიის მიერ და დაიწყო პროვინციების დემილიტარიზაცია. სამხრეთ ჩინეთი, რომელიც იყო დაყოფილი რამდენიმე დამოუკიდებელ დინასტიურ სამეფოდ, უფრო სტაბილური გახდა, ვიდრე ჩრდილოეთი, რომელიც განიცდიდა რეჟიმების მუდმივ ცვლილებას. შესაბამისად, სამხრეთის სამეფოებმა შეძლეს დაეწყოთ ვაჭრობა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სუნგის დინასტიის ეკონომიკურ აღმავლობას.[4]
ნიკოლას ტაკეტის თქმით, ხეპეის სამმა პროვინციამ (ჩენტუ, იოუჭოუ, ვეიპო) ან ლუშანის აჯანყების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისგან ბევრად მეტი ავტონომიის მოპოვება შეძლო. მათი ადმინისტრაციები ადგილობრივი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყვნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ. თანამდებობათა გადაცემა ხდებოდა მემკვიდრეობით. ისინი დროდადრო ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებდნენ ომს, ან ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.[5] იოუჭოუ ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები ნელ-ნელა გამოეყვნენ დედაქალაქს.[6]
ტერმინი "ხუთი დინასტია" შემოღებულ იქნა სუნგის დინასტიის ისტორიკოსების მიერ და გულისხმობს, რომ ქაიფენგში დაფუძნებული თანმიმდევრული რეჟიმები აკონტროლებდნენ ცენტრალურ დაბლობს და ფლობდნენ სამოთხის მანდატს. ხუთი დინასტიიდან პირველი დააარსა ჭუ ვენმა, აჯანყებულმა დეზერტირმა, რომელმაც ბოლო მოუღო თანგის დინასტიას.[7]
დანარჩენი დინასტიები, ისევე როგორც სუნგის დინასტია, წარმოიშვა სამხედრო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდნენ შატუო თურქები. გვიანი თანგი დააარსა ლი ცუნსიუმ, შატუოს მეთაურის ლი ქეიუნგის ვაჟმა, რომელიც გვიანი თანგის პერიოდში ჭუ ვენის მთავარი კონკურენტი იყო. გვიანი ძინის დინასტიას საფუძველი ჩაუყარა ში ძინგთენგმა. გვიანი ხანის დინასტიას- ლიოუ ჭიუენმა. გვიანი ჭოუს დინასტიას-კუო ვეიმ.
ცინგის ისტორიკოსი ვანგ ფუჭი (1619–1692) წერდა, რომ ეს პერიოდი შეიძლება შევადაროთ ძველი ჩინეთის ადრინდელ მეომარ სახელმწიფოთა პერიოდს და აღნიშნავს, რომ არც ერთი მმართველი არ შეიძლება იყოს მოხსენიებული, როგორც ცის შვილი, რამეთუ მათ ცის მანდატი არ გააჩნდათ.[8][9]
ამ პერიოდში სამხრეთის რეჟიმებს მეტწილად უფრო სტაბილური და ეფექტური მმართველობა ჰყავდათ.[10] სამხრეთის სახელმწიფოების მმართველების დიდი ნაწილიც ჩრდილოელი სამხედრო ლიდერები იყვნენ, ისევე როგორც მათი მთავარი ოფიცრები და ელიტარული ძალები, რადგან თანგის დინასტიის დიდი ნაწილის დაფუძნება ჩრდილოეთში მოხდა.[11]
ვუს და ყოფილი შუს სამეფოების დამფუძნებლები იყვნენ თაღლითები ხუაინანიდან და სიუჩანგიდან. მინის სამეფოს საფუძველი ჩაუყარა ხუაინანის ხელისუფლების მცირეწლოვანმა თანამშრომელმა. ვუიუეს სამეფოს დამფუძნებელი იყო თაღლითი ხანგჭოუდან. ჩუს სამეფოს დამფუძნებელი- დურგალი სიუჩანგიდან. ძინგნანის დამაარსებელი - მონა შანჭოუდან, ხოლო სამხრეთ ხანის სამეფოს დამაარსებელი იყო სამხრეთული ტომის მეთაური.[12] სამხრეთის სამეფოები დაარსდა დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცების მიერ, რომლებიც აღზევდნენ უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობებით, ისინი შემდგომში მომავალმა სწავლულებმა შეურაცხყვეს, როგორც "ბანდიტები". თუმცა, სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, თითოეულმა ზემოთჩამოთვლილმა დიდი შრომა გასწია, რათა ხელი შეეწყოთ ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისთვის, და რათა თავიანთი მმართველობა დაეკანონებინათ.[13]
სამხრეთ რეგიონის ეკონომიკა აყვავდა. კუანგტუნგი და ფუძიენი იყო მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, რომლებიც ეწეოდნენ ეგზოტიკური საქონლით ვაჭრობას. შუა იანგწი და სჩუანი იყო ჩაის და ფაიფურის წარმოების ცენტრები, ხოლო იანგწის დელტა იყო უკიდურესად მაღალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრი და სხვა რეგიონების საყრდენი. რეგიონები ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულნი იყვნენ. სუეის და თანგის პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ყურადღებას აქცევდა სამხრეთის განვითარებას, სამხრეთს აძლევდა შესაძლებლობას ინოვაციისთვის მკაცრი ადმინისტრაციული კონტროლისგან ყოფილიყო თავისუფალი. თანგის დინასტიის დროს ჩრდილოეთის გამორჩეულ ოფიციალურ პირებს არ სურდათ ემსახურათ სამხრეთში და ამიტომ სამხრეთელები დაინიშნენ ადგილობრივ თანამდებობებზე"სამხრეთის შერჩევის" დამატებითი სისტემის პირობებში. ეს სამხრეთელი ჩინოვნიკები გახდნენ ათი სამეფოს ადმინისტრაციული ბირთვი და მოგვიანებით ბიუროკრატიაში დომინირება მოიპოვეს შუა სუნგის პერიოდში.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.