From Wikipedia, the free encyclopedia
უჯრედის კედელი — მცენარეების, აგრეთვე ბაქტერიების, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებისა და სოკოების უჯრედების ზედაპირზე მოთავსებული მკვრივი გარსი.
უჯრედის კედელი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ის წარმოადგენს გარეგან ჩონჩხედს, დამცავ გარსს, უზრუნველყოფს მცენარეული უჯრედების ტურგორს; კედლის გავლით უჯრედში შედის წყალი, მარილები, ბევრი ორგანული ნივთიერების მოლეკულები.
ცხოველთა ზედაპირული უჯრედების გარეთა შრე მცენარეთა უჯრედის კედლისაგან განსხვავებით, ძალზე თხელი და ელასტიურია. ის არ ჩანს სინათლის მიკროსკოპში და სხვადასხვა პოლისაქარიდისა და ცილისგან შედგება. ცხოველთა უჯრედების ზედაპირულ შრეს გლიკოლიქსს უწოდებენ.
გლიკოლიქსი, უპირველეს ყოვლისა, გარემოსთან და ყველა მის გარემომცველ ნივთიერებასთან ცხოველთა უშუალო კავშირის ფუნქციას ასრულებს. ცხოველთა უჯრედის კედელი, რომელსაც უმნიშვნელო სისქე (1 მკმ-ზე ნაკლები) აქვს, არ ასრულებს საყრდენ როლს, როგორც ეს მცენარის უჯრედის კედლისათვის არის დამახასიათებელი. გლიკოლიქსის, ისევე როგორც მცენარეთა უჯრედის კედლის, წარმოქმნა თვით უჯრედების ცხოველქმედების შედეგად ხდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.