უძო
მთა საქართველოში, თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
მთა საქართველოში, თბილისში From Wikipedia, the free encyclopedia
უძო — მთა საქართველოში, თბილისში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1416 მ. მთის მიდამოებში თხემი მოსწორებულია. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. უძოს კალთები შემოსილია ბუჩქნარით, ხოლო მწვერვალი ბალახეულით.
უძო | |
---|---|
უძოს მამათა მონასტერი | |
კოორდინატები: 41°40′25″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 1416 მ |
ქედი | მთაწმინდის ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირის შემცველი თიხა და ქვიშაქვა |
ასაკი | ზედაეოცენური |
სურათები ვიკისაწყობში |
უძოს მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. ლეგენდის მიხედვით უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია ეკლესია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი თხოვნა შესრულებულა და მას შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ (უძეო) უშვილო მანდილოსნები, ევედრებოდნენ წმინდა გიორგის და იქვე, ერთ ხეზე სტოვებდნენ შესაწირავს (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. უძოს წმინდა გიორგის სახელობის დღე მოძრავი ქრისტიანული დღესასწაულია. დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს იმართება. დღესასწაულს ხალხში უძოობას უწოდებენ. უძოობაზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.