უფლის კვართი
From Wikipedia, the free encyclopedia
უფლის კვართი — ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, იესო ქრისტეს პერანგი. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა თავი ტაძრის მსახურებას შესწირა და კარგად იცოდა რელიგიური წეს-ჩვეულებები. რადგან ძველი აღთქმის მიხედვით, მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა სამოსელთან ერთად, აუცილებლად უნდა სცმოდა ნაქსოვი კვართიც, ღვთისმშობელმ გადაწყვიტა თავისი ძისთვის, როგორც მღვდელთმოძღვრისთვის, მოექსოვა კვართი.
„ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“ | |
ახალი წელთაღრიცხვის 33 წელს გამართულ ქრისტეს სამსჯავროზე სინედრიონმა ქართლიდან ორი ებრაელი — ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი მიიწვია. ისინი იერუსალიმში გვიან ჩავიდნენ და იესოს გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მცხეთელი ებრაელები ქრისტეს ჯვარცმას დაესწრნენ და უფლის კვართი საქართველოში ჩამოაბრძანეს.
მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს შეეგება მისი და, სიდონია, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილს კვართი ვერაფრით გამოართვეს. მცხეთელი ებრაელები იძულებული გახდნენ, სიდონია კვართთან ერთად დაეკრძალათ. მალე ქალწულის საფლავზე კვიპაროზის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.