From Wikipedia, the free encyclopedia
ურის მესამე დინასტია — პერიოდი შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელ ეტაპზე (ძვ. წ. 2112 წ. — ძვ. წ. 2003 წ.). მას ასევე შუმერულ რენესანსსაც უწოდებენ. მოკე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უტუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაათავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2112 - ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა „შუმერის და აქადის სამეფო“. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 - ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000-ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. „შუმერის და აქადის სამეფო“ მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.
მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა „შუმერის მეფეთა სია“, პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.