From Wikipedia, the free encyclopedia
ურბან I (ლათ. Urbanus; დ. უცნობია — გ. 230, რომი, იტალია) — რომის პაპი 222 — 230 წლებში.
ურბანის მამა ყოფილა ვინმე პონტიანუსი. მისი ცხოვრენის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მას მოიხსენიებს ევსებიუს კესარიელი თავის „ეკლესიის ისტორიაში“. ურბანის სახელს მიეწერება ურიცხვი წარმართის გაქრისტიანება, მათ შორის წმინდა ცეცილიას მეუღლის, ვალერიანის და მისი ძმის, ტიბერიუსის. გადმოცემის თანახმად ურბანი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა და დაკრძალულია რომის ქრისტიანულ კატაკომბაში „Coemetarium Praetextatus“.
ურბანი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი და ითვლება ვალენსიის, მაასტრიხტის, ტოლედოს და ტრუას მფარველად. იგი ასევე მფარველია ვენახის, ღვინის, მეღვინეების და მეკასრეების.
წინამორბედი: კალიქსტ I |
რომის პაპი 222 — 230 |
შემდეგი: პონტიანუსი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.