ურანოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ურანოსი ან ურანი (ბერძ. Οὐρανός) — ზეცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება. ზოგიერთი მითის თანახმად, ურანოსი გეამ შვა, ზოგის მიხედვით კი იგი მისი მეუღლეა. გეამ იგი ეროსის მეშვეობით გააჩინა. ურანოსთან ერთად სამყაროში პირველი მამრობითი ელემენტი შემოვიდა. ორივენი უძველეს ღმერთებს განეკუთვნებიან. თავად ურანოსი კი სამყაროს პირველი გამგებელი იყო. მან გეასთან ერთად შვა: ტიტანები, ჰეკატონხეირები, მთები, ზღვები, ციკლოპები, ნიმფები და ასხელიანები. მითებში ურანოსის შვილთა რიცხვი თორმეტიდან ორმოცდახუთამდე აღწევს. ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა, რადგანაც მისი წიაღი აივსო მისგანვე შობილი ბუმბერაზებით. მან თავისი უმრწემესი ძე, კრონოსი, მამის წინააღმდეგ წააქეზა, ადამანტისგან ვეებერთელა ნამგალი გაუკეთა და სათანადოდაც დაარიგა. მიმწუხრისას, როდესაც ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, ჩასაფრებულმა კრონოსმა მამას ნამგლით ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ზურგს უკან მოისროლა. ურანოსის ფალოსიდან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც წლის დასალიერს შვა ერინიები, გიგანტები და მელიებად წოდებული ნიმფები. ხოლო თავად ფალოსი ჩავარდა ზღვაში, რომლის აქაფებული ზვირთებიდანაც დაიბადა მშვენიერი აფროდიტე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ურანოსი | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია[1] და ძველი საბერძნეთის რელიგია[1] |
სხვა კულტურებში: | Caelus |
სქესი: | მამრობითი[1] |
გავლენის სფერო: | ცა[1] |
მამა: | ქაოსი[2] , ეთერი[2] [1] და Ophion |
დედა: | ჰემერა[3] და გეა[3] [1] |
და-ძმა: | Ourea და პონტოსი |
მეუღლე: | გეა[1] |
შვილები: | აფროდიტე, Brontes, Steropes, Eurymedon, ალკიონევსი, Alpos, Enceladus, Eurytos, Gration, Hippolytos, Mimas, Pallas, Peloreus, Polybotes, Porphyrion, Anax, Damysos, Clytius, Ephialtes, Hoplodamus, Melia, Otus, Briareus, Cottus, Gyges, ოკეანოსი, Koios, Kreios, ჰიპერიონი[4] , Iapetos[5] , კრონოსი[6] , ფებე, Mnemosyne, რეა[7] , თემიდა, ტეთისი (მითოლოგია)[8] , თეია[9] [10] , Alecto, Megaera, Arges, Tisiphone, Astraios, ტელქინები, Lyssa, Abseus, Syceus, დიონე, Adanus, Aristaeus[11] , Glauce, ეგეონი, Aetna, Athos, Basileia, Euonymus და Heimarmene |
გამოსახულებები |
ურანოსის შემდეგ უზენაესი ღვთაების სახელი დაიმკვიდრა კრონოსმა.