From Wikipedia, the free encyclopedia
უოტ ტაილერი (ინგ. Wat (Walter) Tyler, დ. 4 იანვარი, 1341 — გ. 15 ივნისი, 1381) — შუა საუკუნეების ინგლისელი მოღვაწე. 1381 წლის ინგლისის გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი.
უოტ ტაილერი დაიბადა ინგლისის სოფელ ბროკსლიში (კენტის საგრაფო).
ტაილერი უიღბლო რომანის შემდეგ გაემართა სამხედრო სამსახურში საფრანგეთში. იგი მონაწილეობას იღებდა ასწლიან ომში. თვით მეფე ედუარდიც კი გამოარჩევს მის ვაჟკაცობასა და სიმამაცეს. შემდეგ იგი ბრუნდება ინგლისში, მშობლიურ სოფელში. შემდეგ იგი ქორწინდება და მუშაობას იწყებს სოფლის მჭედელთან.
ასწლიან ომთან დაკავშირებით ინგლისის ხელისუფლებამ გლეხებს ახალი გადასახადები დააკისრეს. ქალაქის მოსახლეობაც უკმაყოფილო იყო ომით. სახელმწიფო, საეკლესიო და ფეოდალური გადასახადებით გაწამებულმა გლეხებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი. მათ გამოცდილი ხელოსანი, უოტ ტაილერი ხელმძღვანელობდა.
აჯანყებულები კენტერბერს იკავებენ, შემდეგ კი ლონდონში შედიან, შტურმით იღებენ ტაუერის ციხეს და კლავენ კენტერბერის ლორდ-კანცლერს და არქიეპისკოპოსს სიმონ სადბერს. 1381 წლის 14 ივნისს აჯანყებულები და მეფე რიჩარდი შეხვდნენ. დაიწყო მოლაპარაკება აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის. გლეხები მოითხოვდნენ გადასახადები შემცირებას და ფეოდალური ჩაგვრის გაუქმებას. მომდევნო დღეს (15 ივნისს), ხელისუფლება და აჯანყებულები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკების პერიოდში აჯანყებულების ხელით კვდება ლონდონის მერი უილიამ უოლვორტი. ამით ისარგებლა ინგლისის ხელისუფლებამ და იმავე დღეს უოტ ტაილერი მოკლეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.