უოლის სიმპსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
უოლის სიმპსონი (ინგლ. Wallis Simpson), დაბადების სახელია ბესი უოლის უორფელდი (ინგლ. Bessie Wallis Warfield; დ. 19 ივნისი, 1896, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები — გ. 24 აპრილი, 1986, პარიზი, საფრანგეთი) — ამერიკელი ბანოვანი და დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-ის, შემდგომში უინძორის ჰერცოგის მეუღლე, რომლის უოლისზე ქორწინების გამო ტახტიდან გადადგომამაც ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. გადადგომის შემდეგ უოლისის მაზლმა, მეფე ჯორჯ VI-მ ძმასა და მის ცოლს უინძორის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მისცა. მოგვიანებით ისინი ცნობილები იყვნენ თავიანთი სიმპათიით ნაცისტური მთავრობისადმი, რის გამოც 1937 წელს ცოლ-ქმარი ადოლფ ჰიტლერსაც შეხვდა. აღსანიშნავია, რომ იგი 1936 წელს წლის ადამიანი და ამ წოდების მქონე პირველი ქალი გახდა ისტორიაში.
სწრაფი ფაქტები უოლის სიმპსონი, დაიბადა ...
უოლის სიმპსონი | |
---|---|
წოდებები
უინძორის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
19 ივნისი, 1896 პენსილვანია, აშშ |
გარდაიცვალა |
24 აპრილი, 1986, (89 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე(ები) |
ერლ ვინფელდ სპენსერი (ქ. 1916 - განქ. 1927) ერნესტ ოლდრიხ სიმპსონი (ქ. 1928 - განქ. 1937) ედუარდი, უინძორის ჰერცოგი (ქ. 1937 - გარდ. 1972) |
მამა | ტიკლ უოლის უორფელდი |
დედა | ელის მონტეგი |
დახურვა