უნკეი
From Wikipedia, the free encyclopedia
უნკეი (იაპონ. 運慶 დ. 1151 წ. — გ. 1223 წ.) - კამაკურას პერიოდის დროს აყვავებული კეი სკოლის ყველაზე გამოჩენილი მოქანდაკეა[1]. მოქანდაკე განსაკუთრებით დაოსტატდა ბუდასა და ბუდისტური პანთეონის სხვადასხვა პერსონაჟების ქანდაკებების კეთებაში.[1] უნკეის ადრეული ნამუშევრები შესრულებულია ტრადიციულ იაპონურ სტილში და გააჩნიათ მრავალი საერთო რამ მისი მამის, მოქანდაკე კოკეის ნამუშევრებთან.[1] უკეის რეალისტური გენია, რომელმაც გამოყო იგი ნებისმიერი სხვა იაპონელი მოქანდაკისგან, გამოვლინდა ნარაში ტოდაი-ძი ტაძრისთვის ქანდაკეკების შექმნისას.[1] დღეისათვის უკეი ითვლება კეი სკოლის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლად[1].