უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია
From Wikipedia, the free encyclopedia
უნივერსალური ლიტვური ენციკლოპედია (ლიტვ Visuotinė lietuvių enciklopedija ან VLE) — უნივერსალური ლიეტუვურენოვანი ენციკლოპედია, რომელსაც 2001 წლიდან ლიეტუვის მეცნიერებისა და ენციკლოპედიის ინსტიტუტი გამოსცემს. VLE დამოუკიდებელ ლიეტუვაში გამომავალი პირველი უნივერსალური ენციკლოპედიაა. მან უნდა ჩაანაცვლოს 1976-85 წწ გამოსული 13 ტომიანი ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია. ახალი ენციკლოპედიის 20 ტომის დასრულება 2012 წლის იანვრისთვის მოხერხდა.