გიტარის ერთ-ერთი სახეობა From Wikipedia, the free encyclopedia
უკულელე — ლუტნის ოჯახის სიმებიანი საკრავი. ჩვეულებრივ აქვს ნეილონის ოთხი სიმი.[1][2]
უკულელე შეიქმნა XIX საუკუნეში და პორტუგალიური კავაქინიუს ჰავაიური ვარიანტია,[3] პატარა გიტარის მსგავსი საკრავი ჰავაიში მადეირადან და აზორის კუნძულებიდან წასულმა პორტუგალიელმა იმიგრანტებმა შეიტანეს. XX საუკუნის დასაწყისში საკრავი პოპულარული გახდა აშშ-ში და შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
ტონი და ხმიანობა საკრავის ზომისა და ფორმის მიხედვით იცვლება. არსებობს ოთხი სახის უკულელე: სოპრანო, საკონცერტო, ტენორი და ბარიტონი.
ჩვეულებრივ უკულელე ასოცირდება ჰავაის მუსიკასთან, სადაც სახელწოდება ითარგმნება როგორც „მხტუნავი რწყილი“,[4] რაც შეიძლება დამკვრელთა თითების მოძრაობასთან იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ინსტრუმენტის სახელწოდება დაკავშირებულია კალაკაუას ერთ-ერთი მოხელის, ედუარდ უილიამ პურვისის ზედმეტსახელთან. სიტყვა უკულელე (როგორც სიმებიანი საკრავი) გამოყენებულია მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში დაცული ყველა ერის მუსიკალურ საკრავთა კროსბი ბრაუნის კოლექციის კატალოგში, რომელიც 1907 წელსაა გამოცემული. კატალოგში აღწერილია ორი ჰავაიური უკულელე: ერთ-ერთი თანამედროვე სოპრანო უკულელეს ზომისაა, ხოლო მეორე - ტენორის.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.