უკრაინის ომი დამოუკიდებლობისთვის — პერიოდი ომის მსგავსი კონფლიქტისა რომელიც 1917 წლიდან 1921 წლამდე გრძელდებოდა და შედეგად უკრაინის რესპუბლიკის ჩამოყალიბება გამოიწვია, შემდეგში სსრკ-ის შემადგენელი ნაწილი როგორც უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (1922 - 1991). ომმა გამოიწვია დაპირისპირებების სერიები პოლიტიკურ და მილიტარისტულ ძალებს შორის. ომში ჩართულები აღმოჩდნენ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთი, უკრაინელი ნაციონალისტები, ბოლშევიკები, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა, თეთრი არმია და ანარქისტები. ყოველი მათგანი ცდილობდა უკრაინაზე საკუთარი კონტროლის დაწესებას თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ომის შემდეგ ეს ტერიტორია განაწილდა ჩეხოსლოვაკიას, უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, ბოლშევიკებსა და პოლონეთს შორის (მცირე ტერიტორიები მიიღო რუმინეთმაც). ეს ომი იყო რუსეთის რევოლუციისა და პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტის ნაწილი.
სწრაფი ფაქტები უკრაინის ომი დამოუკიდებლობისთვის, თარიღი ...
დახურვა