ადგილობრივი ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლუმბიასა და ჩრდილოეთ პერუში. From Wikipedia, the free encyclopedia
უიტოტოს ხალხი — ადგილობრივი ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლუმბიასა და ჩრდილოეთ პერუში.[2]
უიტოტოს 31 ტომის ხალხი ერთ დროს ას სხვადასხვა სოფლში სახლობდა, თუმცა კონფლიქტებმა და დაავადებებმა მათი რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. მეოცე საუკუნის დასაწუისისთვის, უიტოტოს ხალხის რაოდენობა 50 000-ს აღწევდა. მეოცე საუკუნის შუა წლებში დაწყებულმა კაუჩუკის ბუმმა მათ საცხოვრებელ არეალებში მრავალი დაავადება შეიტანა, მოუხდათ სხვა ადგილებში გადასახლება, საბოლოოდ კი ხალხის რაოდენობა 7 000–10 000-მდე შემცირდა.[1]
1990-იანი წლებიდან, უიტოტოს მიწებზე შეიჭრნენ მსხვილფეხა საქონლის ფერმერები. საპასუხოდ, კოლუმბიამ მათთვის რამდენიმე რეზერვაცია შექმნა.[1]
მისდევევენ სოფლის მეურნეობას. მიწის გამოფიტვისგან თავის არიდების მიზნით, ხშირად იცვლიან სავარგულებს. მათი ძირითადადი კულტურებია: კაკაო, კოკა, სიმინდი, მწარე და ტკბილი მანიოკი, ბანანი, მანგო, პალმა, მიწის თხილი, ანანასი, შაქრის ლერწამი, ტკბილი კარტოფილი, თამბაქო და ბატატი. ეფექტიანობისა და მდგრადობის გამო, უიტოტოს მიწათმოქმედებას ეთნობოტანიკა სწავლობს.[1]
უიტოტოს მამაკაცები ნადირობენ საფრქვევებით და საფანტის თოფებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.