უილიამ ტომსონი (ინგლ. William Thomson; დ. 26 ივნისი, 1824, ბელფასტი – გ. 17 დეკემბერი, 1907, ლარზგი, დაკრძალულია ლონდონში) — ინგლისელი ფიზიკოსი, თერმოდინამიკისა და აირთა კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სწრაფი ფაქტები უილიამ ტომსონი, დაბ. თარიღი ...
უილიამ ტომსონი |
---|
ინგლ. William Thomson |
|
დაბ. თარიღი |
26 ივნისი, 1824(1824-06-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
---|
დაბ. ადგილი |
ბელფასტი[14] [11] |
---|
გარდ. თარიღი |
17 დეკემბერი, 1907(1907-12-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [13] [11] [15] (83 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
ლარგზი[14] |
---|
დასაფლავებულია |
უესტმინსტერის სააბატო |
---|
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
---|
საქმიანობა |
ფიზიკოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი[16] , მწერალი[17] და ინჟინერი |
---|
მუშაობის ადგილი |
გლაზგოს უნივერსიტეტი |
---|
ალმა-მატერი |
გლაზგოს უნივერსიტეტი, პიტერჰაუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტი[18] და Royal Belfast Academical Institution |
---|
განთქმული მოსწავლეები |
იულიამ ედვარდ აირტონი |
---|
მეუღლე |
Margaret Crum და Frances Anna Blandy |
---|
მამა |
ჯეიმზ ტომსონი |
---|
დედა |
Margaret Gardiner[6] [19] |
---|
ჯილდოები |
ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[20] , სამეფო საზოგადოების წევრი[19] , სამეფო ვიქტორიანული ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, კოპლის მედალი[21] , სამეფო მედალი, პონსელეს პრემია, ჰელმჰოლცის მედალი, მატეუჩის მედალი, ვარდის ორდენი, ალბერტის მედალი, სმითის პრემია, კითის მედალი, ბეიკერის სახელობის ლექცია, ღირსების ორდენი[19] , წმინდა საგანძურის ორდენი, საპატიო წევრი, რაინდი-ბაკალავრი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, Order of Leopold, Gunning Victoria Jubilee Prize, ჯონ ფრიცის მედალი[22] და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[23] |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
1834–45 წლებში სწავლობდა გლაზგოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. 1845–46 წლებში მუშაობდა პარიზში ფრანგ ფიზიკოს ა. რენიოსთან ერთად. 1846–99 წლებში იყო გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1892 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო ლორდ კელვინის ტიტული. 1845 წელს დაამუშავა გამოსახულების მიღების ელექტრული მეთოდი, 1848 წელს შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ერთ-ერთი ფორმულირება (1851) და შემოიღო ენერგიის გაბნევის ცნება. გამოთქვა სამყაროს „სითბური სიკვდილის“ ჰიპოთეზა. 1851 წელს აღმოაჩინა ფერომაგნეტიკების ელექტრული წინაღობის ცვლილება მათი დამაგნიტებისას. 1853–54 წლებში ჯეიმზ ჯოულთან ერთად აღმოაჩინა აირის გაცივების ეფექტი მისი ადიაბატური გაფართოებისას (ჯოულ–ტომსონის ეფექტი). განავითარა თერმოელექტრული მოვლენების თერმოდინამიკული თეორია და 1856 წელს იწინასწარმეტყველა ელექტრული დენით სითბოს გადატანის მოვლენა, დაადგინა ელექტრული კონტურის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მისივე ტევადობასა და ინდუქციურობაზე.