From Wikipedia, the free encyclopedia
უვაცის სპეციალური ნაკრძალი (სერბ. Специјални резерват природе Увац / Specijalni rezervat prirode Uvac) — დაცული ტერიტორია სერბეთში. ნაკრძალი ცნობილია ყვითელი ორბის შესანარჩუნებლად შემუშავებული წარმატებული პროექტით.
უვაცის ნაკრძალი
სერბ. Специјални резерват природе Увац | |
---|---|
ქვეყანა | სერბეთი |
უახლოესი ქალაქი | ნოვა ვაროში, სიენიცა |
კოორდინატები | 43°25′37″ ჩ. გ. 19°56′03″ ა. გ. |
ფართობი | 75.43 |
დაარსდა | 1971 წელს |
სტუმრობა | 12 000 (2017 წლის ზაფხული) |
ოფიციალური საიტი | http://www.uvac.org.rs/ |
ნაკრძალი მდებარეობს სერბეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზლატიბორის ოლქი ნოვა ვაროშისა (დაახლოებით 2/3) და სიენიცას (დაახლოებით 1/3) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. დაცული ტერიტორია გრძივია და მდინარე უვაცს მიუყვება, მათ შორის მოიცავს უვაცის ხეობასაც.[1]
გეოგრაფიულად უვაცის ველი რაშკა-სტარი ვლაჰის მაღლობების ნაწილია. ის მთებითაა შემოსაზღვრული და ჩრდილოეთიდან მურტენიცა და ჩემერნიცა, დასავლეთიდან ზლატარი, აღმოსავლეთიდან იავორი და სამხრეთიდან იადოვნიკი ესაზღვრება. ნაკრძალის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი კი 1322 მეტრის სიმაღლისაა. ნაკრძალის ცენტრალური მონაკვეთი ფაქტობრივად, მდინარის კანიონის მსგავსი ხეობაა, რომელიც ასევე მოიცავს შენაკადების ხეობებს. მდინარემ თავისი კალაპოტი კირქვის კლდეებში ღრმად ჩაჭრა, რითაც ჩამოყალიბდა ღრმა კანიონები და ხეობები კირქვის კლდეებს შორის. ხეობის საშუალო სიღრმე არის 200 მეტრსა და 300 მეტრს შორის, ხოლო ყველაზე ღრმა მონაკვეთი 350 მეტრის სიღრმისაა. უვაცის ხეობა განსაკუთრებით ცნობილია თავისი მეანდრებით. ამ მეანდრების ფოტოებს ხშორად იყენებენ სერბეთის ტურისტულ გამოცემებში.[1]
ხეობაში სპეციალურად ხედების დასათვარიელებლად 12 ადგილია მოწყობილი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „დიდი კარსტი“ (Veliki Krš), „დიდი მწვერვალი“ (Veliki Vrh) და „მლოცველი“ (Molitva). ხეობის ყველაზე ცნობილი პანორამული ფოტოსურათები სწორედ ამ სამი წერტილიდანაა გადაღებული.[2]
მდინარე უვაცის წყლები გამოიყენება სამი ჰიდროელექტროსადგურის ასამუშავებლად. თითოეული მათგანი ხელოვნურ ტბას ქმნის: ბისტრიცას ჰესი რადონიას ტბას (1960), ჰესი კოკინ ბროდი ზლატარის ტბასა (1962) და სიენიცა სიენიცას ტბას (1979).[3]
ნაკრძალის ტერიტორიაზე მცენარეების 219 სახეობა არსებობს. მათგან 3 საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 3 წითელ წიგნშია შეტანილი, 25 დაკრეფვისა და ვაჭრობის კონტროლზეა აყვანილი, 50-მდე მათგანს კი სამკურნალო თვისებები აქვს.[1]
მდინარე უვანცსა და მის შენაკადაებში თევზების 24 სახეობა ბინადრობს. მდინარეებსა და რეზერვუარებში არსებული სუფთა წყალი კარგ გარემო პირობებს ქმნის ისეთი თევზებისთვის, როგორებიცაა: კუმჟა, ქაშაპი და დუნაის ორაგული.
ძუძუმწოვართა შორის გავრცელებულია მგელი, დათვი, გარეული ღორი, მელია, კურდღელი, მაჩვი და ტყის კვერნა. მათგან ზოგიერთი შერბეთში იშვიათ სახეობებად არის გამოცხადებული.
უვაცის რეგიონი დაცულ ტერიტორიად 1971 წელს გამოცხადდა.[4] დღესდღეობით მას 75.43 კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს.[1] 2008 წელს უვაცი სერბეთის შვიდ საოცრებას შორის აირჩიეს.[5]
2018 წლის ოქტომბერში ტბაში წყლის დონემ 20 დღეში 20 მეტრით დაიწია. წყალი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ, Elektroprivreda Srbije-მ გამოიყენა ელექტროენერგიის გაფართოებული წარმოებისთვის. ამ პერიოდში ტბის მთლიანი სიგრძე შემცირდა 27 კილომეტრიდან 23 კმ-მდე. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცესია და ამით ველურ ბუნებას საფრთხე არ ექმნება.[6] ეს პროცესი დაემთხვა სერბეთის სხვა რაიონებში დაცულ ტერიტორიებზე წყლის დონის კლებას (ტბა ვლასინა და ზავოი). ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ წყლის დონის ამაზე მასშტაბური კლება სხვა წლებშიც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით 2000 წელსა და 2012 წლებში. ბრალდებების მიუხედავად, კომპანიამ მაინც არ გაამჟღავნა ის, თუ რისთვის იყენებს ტბის წყალს.[7][8]
2020 წლის აგვისტოში მომხდარი ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად[9][10][11] სერბეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უვაცსა და რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე (ტრეშნიცა და მილეშევკა) ფრენები აღარ განხორციელდება.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.