უელვის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
უელვის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 80 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
უელვის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 6 კომარკაში: ანდევალო, უელვა, კოსტა-ოქსიდენტალი, კუენკა-მინერა, სიერა-დე-უელვა, ელ-კონდადო.
უელვის პროვინციის ფართობია 10 128 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 521 870 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია უელვა, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ქალაქი ალმონტე (861 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ლოს-მარინესი (10 კმ²) [4].