უდიური ენა[2], უდური ენა (Удин Муз; Udin Muz) — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

სწრაფი ფაქტები
უდიური ენა
Удин муз, Udin muz
გავრცელებულია რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 8 440[1]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
ლეზგიური ენები
უდიური ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები udi
რუკა
Thumb
მოლაპარაკეთა არეალი (№15 – მუქი ლურჯი)

მოლაპარაკეთა არეალი (№15 – მუქი ლურჯი)

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-udi}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — უდიური ენა

დახურვა

იგი იყოფა ორ დიალექტად — ნიჯურ და ვართაშნულ (ოღუზურ) დიალექტებად[3] [4]. უდიურ ენაზე ლაპარაკობს 8 440 ადამიანი[1].

უიდური ენა ითვლება უმწერლობო ენად, თუმცა დღეისათვის არსებობს ენის დამწერლობის შექმნის მცდელობები. ამჟამად, უდიური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის მუნიციპალიტეტი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდიური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში — თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს — საქართველოში უდები ასევე ლაპარაკობენ ქართულად, რუსეთში რუსულად, ხოლო აზერბაიჯანშიაზერბაჯანულად.

უდიური ენა კავკასიის ალბანეთის უძველესი ენაა. უდიური ენის დამწერლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტს პროფ. ი. აბულაძის მიერ „ალბანური ანბანის“ აღმოჩენა წარმოადგენს. მისი შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა ა. შანიძის მიერ („Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки“ („ენიმკის მოამბე“, IV, ნაკვ. I, თბილისი, 1938 წ.), თუმცა ამ საკითხის განხილვა დღესაც გვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში (იხ. ზ. ალექსიძე „ალბანური ენის გრამატიკული და ლექსიკური აღწერა (წინასწარი შენიშვნები“) (ენათმეცნიერების ძიებანი, IV, თბილისი, 2001), „კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა“ (თბილისი, 2003), რ. ლოლუა ”კავკასიის ალბანური ანბანის რიგის დადგენისათვის” (თბილისი, 2007) და სხვ.)

დიალექტები

უდიურ ენას გააჩნია ორი დიალექტი — ნიჯური და ვართაშნული (ოღუზური). ნიჯური დიალექტი იყოფა სამ ქვედიალექტად — ქვემო, შუა და ზემო, თუმცა სამივე ქვედიალექტი გადასახლებების გამო შეერწყა ერთმანეთს. ვართაშნული დიალექტი ასევე იყოფა ორ ქვედიალექტად — იგულისხმება ვართაშნული და ოქტომბრული. მათი დაყოფა უფრო პირობითია, რადგანაც უდების გადასახლება ზინობიანში (ყოფილ ოქტომბერში) მოხდა ვართაშნიდან 1922 წელს.

დამწერლობა

დღეს უდიურ ენას არ გააჩნია დამწერლობა, თუმცა ისტორიულად კავკასიურ ალბანურ ენას (რომლის ახლო ნათესავია ძველუდიური ენა) ჰქონდა 52 ასოსგან შემდგარი ანბანი. ამ ანბანის გამოყენებით ითარგმნა ბიბლია, ალბანურ ენაზე იმართებოდა ღვთისმსახურება, თუმცა შემდგომ ენა და დამწერლობა გაქრა.

დამწერლობის ვარიანტები


კირილიცის გამოყენებით

A Аъ Аь Б В Г Гъ Гь Д Дж
ДжӀ Дз Е Ж ЖӀ З И Й К Ҝ
КӀ Къ Л М Н О Оь П ПӀ Р
С Т ТӀ У Уь Ф Х Хъ Ц Ц'
ЦӀ Ч Ч' ЧӀ Чъ Ш ШӀ Ы

ლათინურის გამოყენებით

A a B b C c Ç ç D d E e Ə ə F f G g Ğ ğ
H h X x I ı İ i Ҝ ҝ J j K k Q q L l M m
N n O o Ö ö P p R r S s Ş ş T t U u Ü ü
V v Y y Z z Ц ц Цı цı Eъ eъ Tı tı Əъ əъ Kъ kъ Pı pı
Xъ xъ Şı şı Öъ öъ Çı çı Çъ çъ Ć ć Jı jı Zı zı Uъ uъ Oъ oъ
İъ iъ Dz dz

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ე. ჯეირანიშვილი, უდიური ენა. გრამატიკა. ქრესტომათია. ლექსიკონი. თბილისი, 1971
  • ვლ. ფანჩვიძე, უდურის გრამატიკული ანალიზი. თბილისი, 1974
  • მ. ქურდიანი, ალბანური ასომთავრული (გრაფიკული სტრუქტურა და გენეზისის პრობლემა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 52-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1993
  • И.К. Абуладзе, "К открытию алфавита кавказских албанцев". Известия института языка, истории и материальной культуры им. Акад. Н.Я. Марра, №4, Тбилиси, 1938

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.