![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f6/Pieter_Bruegel_the_Elder_-_Massacre_of_the_Innocents_-_Google_Art_Project.jpg/640px-Pieter_Bruegel_the_Elder_-_Massacre_of_the_Innocents_-_Google_Art_Project.jpg&w=640&q=50)
უდანაშაულოთა ხოცვა (ბრეიგელი)
From Wikipedia, the free encyclopedia
უდანაშაულოთა ხოცვა (ნიდერლ. De kindermoord te Bethlehem) 一 რენესანსის ეპოქის ნიდერლანდელი ფერმწერის, პიტერ ბრეიგელ უფროსისა და მისი ვაჟის, პიტერ ბრეიგელ უმცროსის ერთობლივი, ზეთით შესრულებული ნამუშევარი. ნაწარმოები ინსპირირებულია ახალი აღთქმის ერთ-ერთი საწყისი სიუჟეტით - მათეს სახარების თანახმად, იუდეის მეფემ, ჰეროდე დიდმა გასცა განკარგულება, ამოეხოცათ ყველა ორ წელზე მცირე ასაკის მქონე ბავშვი ბეთლემში.
უდანაშაულოთა ხოცვა | |
---|---|
De kindermoord te Bethlehem | |
![]() | |
ავტორი | პიტერ ბრეიგელი (უფროსი) |
წელი | 1564-1567 |
კატალოგი | 58 და 57 |
ტიპი | ზეთით შესრულებული |
სიმაღლე | 109 სმ |
სიგანე | 158 სმ |
მუზეუმი | უინძორების სასახლე |
ნახატი ასახავს ზამთარში, ერთ-ერთ დასახლებაში შესულ კავალერისტთა ბრიგადას, რომელთაც უდანაშაულოთა დახოცვა განუზრახავთ, თუმცა, მისი ინსპირაციის წყაროსგან განსხვავებით, ის პირდაპირაა ასახული ნიდერლანდების რევოლუციის ფონზე, ე.წ. ოთხმოცწლიანი ომის შემდეგ, რითაც ალუზია კეთდება XVI საუკუნეში, ერთ-ერთ თავდასხმაზე, რომელიც განხორციელდა ესპანელ და გერმანელ კავალერისტთა მიერ რიგით ფლანდრიულ სოფელზე.
ნახატი, ამჟამად, ბრიტანეთის სამეფო კოლექციას ეკუთვნის.[1]