From Wikipedia, the free encyclopedia
უგანდის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი — პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დააარსეს უგანდიდან იდი ამინის რეჟიმის მიერ განდევნილმა ემიგრანტებმა ტანზანიაში. გაერთიანების წევებმა, იდი ამინის რეჟიმის წინააღმდეგ, ტანზანია-უგანდის ომში მხარი დაუჭირეს ტანზანიის შეიარაღებულ ძალებს. 1979 წელს ფრონტმა აიღო ძალაუფლება და ქვეყანას მართავდა 1980 წლის არჩევნებამდე, ხოლო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტს ეწოდა ეროვნული შეიარაღებული ძალები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი დააარსეს ემიგრანტებმა 1979 წლის 27-29 მარტს, ტანზანიის ქალაქ მოშში. ფრონტის მუშაობაში მონაწილეობდნენ: მილტონ ობოტე, ტიტო ოკელო, ბაზილიო ოკელო, იოვერი მუსევენი, გოდფრი ბინაისა და პაულო მუვანგა.
ფრონტს მართავდა 11-კაციანი აღმასრულებელი საბჭო, რომელიც იმყოფებოდა ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს კონტროლის ქვეშ. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გახდა იუსუფ ლულე.
იდი ამინის დამხობის შემდეგ ფრონტმა შექმნა ახალი მთავრობა იუსუფ ლულეს მეთაურობით, ხოლო ფრონტი გარდაიქმნა ეროვნულ შეიარაღებული ძალებად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.