From Wikipedia, the free encyclopedia
უამბოს პროვინცია (პორტ. Huambo) — პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი უამბო.
პროვინცია | |
---|---|
უამბოს პროვინცია პორტ. Huambo | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | უამბო |
შიდა დაყოფა | Bailundo, Caála, Ecunha, Huambo, Cachiungo, Londuimbali, Longonjo, Mungo, Chicala-Choloanga, Tchindjenje და Ucuma |
კოორდინატები | 12°30′00″ ს. გ. 15°40′00″ ა. გ. |
ფართობი | 34 274 კმ² |
მოსახლეობა | 2 019 555 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 58,92 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | huambo.gov.ao |
უამბოს პროვინცია მდებარეობს ანგოლის ცენტრალურ ნაწილში, 450 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვეყნოს დედაქალაქ ლუანდიდან. პროვინციის ფართობი შეადგენს 34 274 კმ²-ს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბიეს პროვინციას, სამხრეთით — უილის პროვინციას, დასავლეთით — ბენგელის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით — სამხრეთ კვანზის პროვინციას.
გეოლოგიური თვალსაზრისით უამბოს პროვინციის ტერიტორია წარმოადგენს ცალკეული მთიანი მასივების ამაღლებულ ადგილებს, რომელთაგან ერთ-ერთია ზღვის დონიდან ანგოლის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — მოკოს მთა (2619 მეტრი). დაბლობი ტერიტორიებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მაღალმთიანეთს, დამახასიათებელია ხშირი ბალახით დაფარული სტეპები. მიუხედავად იმისა, რომ უამბოს პროვინცია გეოგრაფიულად მდებარეობს ტროპიკულ ზონაში, იქ ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 22 °C-ს (ზამთრის პერიოდში შეიძლება დაეცეს +5 °C — +8 °C-მდე). ყოველწლიურად მოსული ნალექების რაოდენობა მერყეობს 800 მმ-სა და 1600 მმ-ს შორის. ექსტენსიურმა ხის ჭრამ, ასევე ათწლოულობით მიმდინარე დამანგრეველმა სამოქალაქო ომმა (1975—2002 წლები), გამოიწვია უამბოს რეგიონის ტყის სიმდიდრის განადგურება.
2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად უამბოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 019 555 ადამიანს[1]. მოსახლეობის 55 % ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო 22 %-ზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებია.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელია სოფლის მეურნეობის ექსტენსიური წარმართვა, რომელსაც თან ახლავს ტყის ბარბაროსული გადაწვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.