From Wikipedia, the free encyclopedia
ტყის ბოლოკა (ლათ. Dentaria) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მრავალწოვანი ფესურიანი ბალახებია. ფრთისებრი ან თათისებრ რთული ფოთლები და დიდი ზომის ვარდისფერი, იისფერი, იშვიათად თეთრი ყვავილები აქვთ.
ტყის ბოლოკა | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Dentaria | |||||
20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა; იზრდება მუქწიწვოვან ტყეებში, წიფლნარში (ლათ. Dentaria bulbifera), კირქვიან სუბსტრატსა (ლათ. Dentaria quinquefolia) და ღორღიან ჩამონაზვავებზე, ზღვის დონიდან 2000-3000 მ სიმაღლემდე (ლათ. Dentaria microphylla, Dentaria bipinnata). დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.