ტყავიანი კუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ტყავიანი კუ (ლათ. Dermochelys coriacea) — ქვეწარმავალი ზღვის კუების რიგისა. თანამედროვე კუებს შორის ტანად ყველაზე დიდია. მისი სხეულის სიგრძეა 2 მ, მასა — 600 კგ-მდეა. კიდურები ფარფლების ტიპისაა, გაშლილი 3 მ-ს აღწევს. ზურგის ფარი შედგება რამდენიმე ასეული წვრილი ძვლოვანი ფირფიტისაგან, რომლებიც არ არის დაკავშირებული ხერხემალსა და ნეკნებთან. ზედა ყბის ყოველ მხარეზე თითო მახვილი კბილია. გავრცელებულია ყველა ტროპიკულ ზღვაში, სადაც ტიპურ პელაგიურ ცხოვრებას ეწევა. იკვებება ზღვის ცხოველებითა და მცენარეებით. გასამრავლებლად ხმელეთზე ამოდის. აქვს გემრიელი ხორცი, თუმცა არის მისგან მოწამვლის შემთხვევები. უსისტემო ნადირობის გამო ამჟამად ტყავიანი კუ საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
სწრაფი ფაქტები ტყავიანი კუ, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ტყავიანი კუ | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Dermochelys coriacea | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 6494 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
კვერცხდების ძირითადი ადგილები კვერცხდების სხვა ადგილები | ||||||||||||
|
დახურვა