ტუვუმბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუვუმბა (ინგლ. Toowoomba) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 96 567 კაცს[1], ქვეყნის ქალაქებს შორის მოსახლებობის მხრივ ამ დასახლებას 15-ე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 828,90 კაცს. ტუვუმბადან 132 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ბრიზბენი[2]. ამ ტერიტორიაზე დასახლება შეიქმნა 1840 წელს, ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1940 წელს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ტუვუმბა ინგლ. Toowoomba | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | კუინზლენდიკუინზლენდი |
კოორდინატები | 27°33′00″ ს. გ. 151°57′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1840 |
ფართობი | 116,5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 691 მ |
მოსახლეობა | 96 567 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 828,90 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 4350 |
ოფიციალური საიტი | toowoombarc.qld.gov.au |
დახურვა
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 691 მეტრზე.[3] კლიმატის თვალსაზრისით აქ ყველაზე ცხელი თვეებია: იანვარი და თებერვალი[4], ხოლო ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 944 მმ-ს.