From Wikipedia, the free encyclopedia
ჰარი ტრუმენი (ინგლ. Harry S. Truman; დ. 8 მაისი, 1884 ― გ. 26 დეკემბერი, 1972) — აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი (1945–1953), დემოკრატიული პარტიიდან;
ჰარი ტრუმენი Harry S. Truman | |
აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აპრილი, 1945 – 20 იანვარი, 1953 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არა (1945-49), ალბენ ბარკლი (1949-53) |
წინამორბედი | ფრანკლინ რუზველტი |
მემკვიდრე | დუაიტ ეიზენჰაუერი |
აშშ-ის 34-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1945 – 12 აპრილი, 1945 | |
პრეზიდენტი | ფრანკლინ რუზველტი |
წინამორბედი | ჰენრი უოლესი |
მემკვიდრე | ალბენ ბარკლი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1935 – 17 იანვარი, 1945 | |
დაბადებული | 8 მაისი, 1884 ლამარი, მისური |
გარდაცვლილი | 26 დეკემბერი, 1972 (88 წლის) კანზას-სიტი, მისური |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ბეს ტრუმენი |
რელიგია | ბაპტისტი |
ხელმოწერა |
1945 წლის იანვარში აირჩეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად. 1945 წლის 12 აპრილს ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა და 1948 წელს მეორე ვადით აირჩიეს.
1945 წელს მან გასცა ბრძანება ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაზე. ტრუმენი იყო ნატოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისი მოღვაწეობისას შეიქმნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და მიიღეს კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, დაარსდა გაერო, დაიწყო ცივი ომი და გაჩაღდა ბრძოლა კომუნისტებთან (მაკარტიზმი), დაიწყო კორეის ომი 1950–1953, ევროპაში დაინერგა მარშალის გეგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრუმენის საგარეო პოლიტიკა რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა, აშშ-ში მას მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეზიდენტად მიიჩნევენ.
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ჰარი ტრუმენი ვიკიციტატებში | |
ჰარი ტრუმენი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.