ფერმენტი From Wikipedia, the free encyclopedia
ტრიფსინი — ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი, რომელიც შლის ცილებსა და პეპტიდებს. ახასიათებს რთული ეთერების დამშლელი (ესთერაზული) აქტივობაც. შედის ცხოველური და მცენარეული ქსოვილების, აგრეთვე მიკროორგანიზმების შედგენილობაში. ცხოველებში წარმოიქმნა კუჭქვეშა ჯირკვალში არააქტიური ფორმის — ტრიფსინოგენის სახით. ბევრი ცხოველისგან გამოყოფილია კრისტალური სახით. ტრიფსინი იზოელექტრული წერტილია pH 10,8, ხოლო კატალიზური მოქმედების ოპტიმუმი — pH 7,8–8,0. განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სერინულ პროტეინაზებს და აქტიურ ცენტრში შეიცავს სერინსა და ჰისტიდინს. ადვილად შლის თავის თავს (ავტოლიზი), ამიტომაც საწარმოო პრეპარატში 50%-მდე არააქტიური მინარევია. სუფთა სახით მიღება შეიძლება ქრომატოგრაფიის მეთოდით. ტრიფსინს შეუძლია კუჭქვეშა ჯირკვლის ყველა პროფერმენტის, აგრეთვე ფოსფოლიპაზის გარდაქმნა აქტიურ ფორმად. გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით და შერჩევით აჰიდროლიზებს ლიზინითა და არგინინით წარმოქმნილ პეპტიდურ ბმებს. ტრიფსინის აქტივობა ითრგუნება ფოსფორორგანული ნაერთებით, ზოგიერთი ლითონით, მაღალმოლეკულური ცილოვანი ნაერთით. ტრიფსინს აქვს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება (კუნთებსა და ვენაში შეყვანისას). მედიცინაში იყენებენ ჭრილობის, დამწვრობის, თრომბოზის, კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ჩირქოვანი დაავადების სამკურნალოდ; ხშირად ხმარობენ სხვა ფერმენტებთან და ანტიბიოტიკებთან ერთად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.