![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/The_armoured_triskelion_on_the_flag_of_the_Isle_of_Man.svg/langka-640px-The_armoured_triskelion_on_the_flag_of_the_Isle_of_Man.svg.png&w=640&q=50)
ტრისკელიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრისკელიონი (აგრეთვე ტრისკელი, ტრისკელე; ბერძ. τρισκελης — სამფეხა) — ძველი სიმბოლური ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ერთი წერტილიდან გამომავალ სამ მორბენალ ფეხს. სიმბოლო გვხვდება ბერძნებში, კრიტო-მაკედონელებში, ეტრუსკებში, კელტებში, ბურიატებსა (სახელწოდებით „არბაგარი“) და ჰიმალაის სხვა ხალხებში. მსგავსი ნიშანი მიცუდომოე იაპონიაში წარმოადგენს სამმაგი დაცვის ამულეტს (ხანძრის, ქურდობისა და წყალდიდობისგან). კერძოდ, წარმოადგენს ათენელი ალკმეონიდების დიდგვაროვნული და ძლევამოსილი სახლის გერბს. ერთ-ერთი უპირველესი სოლარული სიმბოლო, ამ მხრივ უახლოვდება სვასტიკას (ზოგჯერ ტრისკელიონს უწოდებენ სამმაგ, სამკუთხა ან სამკიდურა, სამსხივა სვასტიკას). გარდა ამისა, როგორც მზის მოძრაობის სიმბოლო, რომელიც განასახიერებს მის სამ ძირითად მდგომარეობას — აისს, ზენიტს და დაისს, ტრისკელიონი უახლოვდება ტრიქუეტრს. მოგვიანებით სიმბოლო ასახავდა „დროის სირბილს“, ისტორიის მსვლელობასა და ვარსკვლავთა ბრუნვას.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/The_armoured_triskelion_on_the_flag_of_the_Isle_of_Man.svg/320px-The_armoured_triskelion_on_the_flag_of_the_Isle_of_Man.svg.png)