ტრიკეს ხალხი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრიკე (ესპ. Trique) — მექსიკის ოახაკის შტატის დასავლეთ ნაწილის ადგილობრივი ხალხი. ეთნოლოგიური მოხსენებების თანახმად, მათი რაოდენობა 23 000-მდეა.[1] ტრიკეს ენა ოტო-მანგის ენის მიშტეკური ენების შტოს მიეკუთვნება. ტრიკეები გამოირჩევიან ქსოვის ხელოვნებით.[2]
ტრიკეს ხალხი ოახაკის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთიან რეგიონში სახლობს, ზღვის დონიდან 1 500–3 000 მეტრზე.
მექსიკის სხვა სამხრეთული შტატების მსგავსად, მაღალია ტრიკეების სამუშაოდ გადინება მეხიკოსა და აშშ-ში.[3]<ref>