ტოტო (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოტო (ინგლ. Toto) — ამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსებული ვან-ნაისში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში 1977 წელს. ჯგუფის დღევანდელ შემადგენლობაშია: ჯოზეფ უილიამსი (მთავარი ვოკალისტი), დევიდ პეიჩი (შემცვლელი და ვოკალისტი), სტივ პორკარო (პიანისტი), სტივ ლუკათერი (გიტარისტი და ბეკ-ვოკალისტი), დევიდ ჰანგეითი (ბასისტი) და შენონ ფორესტი (დრამერი). მუსიკალური სტილი, რომლითაც ტოტოა ცნობილი მოიცავს პოპს, როკს, სოულს, ფანკს, პროგრესულ როკს, მძიმე როკს, R&B-ს, ბლუზს და ჯაზს.
ტოტო | |
---|---|
ტოტოს კონცერტი კოპენჰაგენში, დანიაში, KB Hallen-ზე, 2010. ჯგუფის 2010 წლის შემადგენლობა, მარჯვნიდან: საიმონ ფილიპსი (დრამერი), დევიდ პეიჩი (პიანისტი), მაბვუტო კარპენტერი (ბეკ-ვოკალისტი), ჯორი სტეინბერგი (ბეკ-ვოკალისტი), სტივ ლუკათერი (გიტარისტი, შემცვლელი„ შემდვლელი ვოკალისტი), ნათან ისთი (ბასისტი, ბეკ-ვოკალისტი), სტივ პორკარო (პიანისტი), ჯოზეფ უილიამსი (მთავარი ვოკალისტი) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ვან ნაისი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპი |
აქტიური | 1977-2008, 2010–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Frontiers, Toto |
წევრები |
სტივ ლუკათერი დევიდ პეიჩი სტივ პორკარო ჯოზეფ უილიამსი დევიდ ჰანგეიტი შენონ ფორესტი |
ყოფილი წევრები |
ჯეფ პორკარო ბობი კიმბოლი მაიკ პორკარო ფერჯი ფრედერიკსენი ჯინ-მაიკლ ბაირონი საიმონ ფილიპსი გრეგ ფილინგეინსი კით კერლოკი |
საიტი | |
ტოტო ვიკისაწყობში |
დევიდ პეიჩს და ჯეფ პორკაროს ერთად მოუხდათ მუშაობა, როგორც სტუდიური მუსიკოსებს რამდენიმე ალბომზე და გადაწყვიტეს ბენდის ჩამოყალიბება. მოგვიანებით დაიმატეს დევიდ ჰანგეითი, სტივ ლუკათერი, სტივ პორკარო და ბობი კიმბოლი და ჩამოაყალიბეს ბენდი, რომელმაც გვიან 1970-იანებსა და 1980-იანებში დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. წარმატებებს სათავე დაუდო 1978 წელს გამოცემულმა ეპონიმურმა ალბომმა. ამას მოჰყვა მორიგი ხმაურიანი და კომერციულად ასევე წარმატებული ალბომი toto IV (1982), რამაც ტოტო ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჯგუფად აქცია თავის ეპოქაში. ჯგუფმა მსმენელთა შორის თავი დაიმკვიდრა ისეთი ცნობილი ჰიტებით, როგორებიცაა: „Hold the Line“, „Rosanna“ და „Africa“.
წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. 2008 წელს ლუკათერმა დააანონსა ჯგუფიდან წასვლა, რამაც ჯგუფის დაშლა გამოიწვია. 2010 წლის ზაფხულში კი ჯგუფი კვლავ აღდგა და მოკლე ევროპული ტურნეც მოაწყო ახალი შემადგენლობით მაიკ პორკაროს პატივსაცემად, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და მისი ბენდში დარჩენა უკვე სათუო იყო.[1]
ჯგუფმა დღემდე 17 ალბომი ჩაწერა და 35 მილიონი ალბომის გაყიდვა შეძლო.[2] მის ჯილდოებს შორისაა რამდენიმე გრემი, 2009 წლიდან კი მუსიკოსთა დიდების დარბაზისა და მუზეუმის ბინადარიცაა.