From Wikipedia, the free encyclopedia
ტოტორის პრეფექტურა (იაპ. 鳥取県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს ტიუგოკუს რეგიონში,კუნძულ ჰონსიუზე.[1] ტოტორის პრეეფექტურა ყველაზე ნაკლებად დასახლებული პრეფექტურაა იაპონიაში, რომლის მოსახლეობაც 570 569 (2016 წლის მონაცემებით) და უჭირავს 3,507 კვადრატული კილომეტრი. ტოტორის პრეფექტურას ესაზღვრება: სიმანეს პრეფექტურა - დასავლეთით, ჰიროსიმის პრეფექტურა - სამხრეთ-დასავლეთით, ოკაიამის პრეფექტურა - სამხრეთით და ჰიოგოს პრეფექტურა - აღმოსავლეთით.
ტოტორის პრეფექტურა 島根県 | |
---|---|
ტოტორის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუგოკუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°27′ ჩ. გ. 133°46′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ტოტორი |
ISO 3166-2:JP | JP-31 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 3 507.05 კმ² (41) |
მოსახლეობა | (2016) |
სულ | 570 569 ად. (47) |
სიმჭიდროვე | 163 ად./კმ² |
რაიონი | 5 |
მუნიციპალიტეტი | 19 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Taxus cuspidata |
ყვავილი | Pyrus pyrifolia |
ფრინველები | Aix galericulata |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | შინჯი ჰირაი |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ტოტორი არის ტოტორის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: იონაგო, კურაიოში და საკაიმინოტო . [2] ტოტორის პრეფექტურაში მდებარეობს ტოტორი ქვიშის დიუნები, ყველაზე დიდი ქვიშის დიუნების სისტემა იაპონიაში და დაისენის მთა, რომელიც ყველაზე მაღალი მწვერვალია ჩაგოკუს მთებში.
იაპონურად სიტყვა ,,ტოტორი" წარმოიქმნება ორი კანჯის სიმბოლოდან . პირველი 鳥, რომელიც ნიშნავს ,,ჩიტს", ხოლო მეორე, 取ნიშნავს ,,რომ მიიღო". ამ რაიონის ადრეულმა მაცხოვრებლებმა ფული იშოვეს რეგიონის წყლის ფრინველების დაჭერით. სახელი პირველად გამოჩნდა ნიჰონ შოკში იმპერატორ სუინინის აღზევებიდან 23-ე წელს (ახ. წ. 213 წ.), როდესაც იზუმოდან უფროსი იუკუჰა ტანა იმპერატორს ესტუმრა.[3]
ტოტორის პრეფექტურა დასახლებული იყო იაპონიის პრეისტორიული პერიოდის ძალიან ადრეულ პერიოდში, რასაც მოწმობს იემონის პერიოდის ნაშთები (ძვ. წ. 14000 – 300). [4] პრეფექტურაში აღმოჩენილია იაიოის პერიოდის არტეფაქტები (ძვ. წ. 300 წ – ახ. წ. 250). ეს არტეფაქტები გათხრების შედეგად აღმოჩნდა ქალაქებში დაისენსა და იონაგოში . [5] კოფუნის პერიოდის უამრავი კოფუნის ტუმბო (250 – 538) შეიქმნა, რომელიც განლაგებულია მთელ პრეფექტურაში. [6] 645 წელს, ტაიკას რეფორმების შედეგად, დღევანდელი პრეფექტურის ტერიტორია ორი პროვინცია გახდა: ჰოკი და ინაბა. [7]
გენპეის ომის დროს (1180 – 1185) ტაირასა და მინამოტოს კლანებს შორის ტოტორი ტაირას საწინააღმდეგო ძალების ნაზა იყო გვიან ჰეიან პერიოდში. კამაკურას პერიოდის დასაწყისისთვის (1185 – 1333) შეიქმნა შაინის მამულები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებოდა საიმპერატორო კარს და სხვადასხვა ტაძრებს წარმოადგენდა. კლანები აკონტროლებდნენ რეგიონს სენგოკუს პერიოდში (მე –15 – მე –17 საუკუნეები), განსაკუთრებით გამორჩეულია იამანას კლანი, მაგრამ 1600 წელს სეკიგაჰარას ბრძოლის შემდეგ რეგიონში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. კლანმა შეინარჩუნა ტერიტორიაზე კონტროლი ედოს პერიოდის განმავლობაში (1603 – 1868). [8]
ორი პროვინცია მდებარეობდა პრეფექტურის ტერიტორიაზე მეიძის რესტავრაციამდე, 1868 წლამდე. თანამედროვე ტოტროსის პრეფექტურის საზღვრები დამყარდა 1888 წელს. [4] მე -20 საუკუნეში კორეისა და ტაივანის ოკუპაციისა და მანჩუკუოს მარიონეტული სახელმწიფოს დამკვიდრების შემდეგ, 1932 წელს, ტოტორის ნავსადგურები იაპონიის ზღვაზე აქტიური სატრანზიტო პუნქტი იყო იაპონიასა და კოლონიურ ტერიტორიებს შორის ვაჭრობის თვალსაზრისით. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე პრეფექტურაში 7,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, 1943 წელს ტოტორის მიწისძვრამ გაანადგურა ქალაქ ტოტორიის 80% და მნიშვნელოვნად დააზიანა მიმდებარე ტერიტორია. ომის შემდგომ პერიოდში პრეფექტურაში ჩატარდა მიწის რეფორმა, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია. [8]
ტოტორში მდებარეობს ტოტორი ქვიშის დიუნები, იაპონიის ერთადერთი დიდი დიუნური სისტემა. 2012 წლის 1 აპრილის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 14% ბუნებრივ პარკებიად იყო დანიშნული, რომელთა შორისაა: დაისენ-ოკისა და სანინ კაიგანის ეროვნული პარკები; ჰიბა-დოგო-ტაიშაკუსა და ჰიონსენ-უშიროიამა-ნაგისანის კვაზი-ეროვნული პარკები; ასევე მისასა-თიგოკო, ნიში ინაბა და ოკუჰინოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [9]
მიცუმის მთა მდებარეობს მოჩიგაზას ყოფილ უბანში, რომელიც 2004 წელს ქალაქ ტოტორს შეუერთდა.
ტოტორის პრეფექტურაში მდებარეობს ოთხი ქალაქი:
ტოტორი იაპონიაში ყველაზე ნაკლებად დასახლებული პრეფექტურაა.
ტოტორის პრეფექტურა არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე ორიენტირებული პრეფექტურა. აქ წარმოებული ზოგიერთი ცნობილი პროდუქტია: ნაშის მსხალი, ნაგაიმო იამი, იაპონური ხახვი, ჭლაკვი და საზამთრო . პრეფექტურა ასევე არის ბრინჯის მთავარი მწარმოებელი.
ისტორიულად, რეგიონს ჰქონდა ფართო ენობრივი მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ტოტორის პრეფექტურაში ახლა იაპონური ენის სტანდარტული ტოკიოს დიალექტი გამოიყენება. ასევე გამოიყენება რამდენიმე სხვა დიალექტი. ბევრი მათგანი დაჯგუფებული დასავლეთ იაპონურიად, და მოიცავს ჩუგოკუს და უმპაკუს დიალექტები. [10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.