From Wikipedia, the free encyclopedia
ტორეტამი (ადრე ტიურატამი, ყაზახ. Төретам) — სოფელი ყაზახეთის ყიზილორდის ოლქის კარმაკშის რაიონში. ტორეტამის სასფოლო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი.
სოფელი | |
---|---|
ტორეტამი Төретам | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ოლქი | ყიზილორდა |
რაიონი | კარმაკში |
კოორდინატები | 45°40′00″ ჩ. გ. 63°20′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1906 |
ადრეული სახელები | ტიურატამი |
მოსახლეობა | 9 548 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+6 |
საფოსტო ინდექსი | 120513 |
საავტომობილო კოდი | 11 |
მდებარეობს ორენბურგ-ტაშკენტის რკინიგზის ხაზზე. მისი მნიშვნელობა გაიზარდა 1955 წლიდან, როდესაც მის მახლობლად დაიწყეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობა. ტორეტამი წარმოადგენს ქალაქ ბაიკონურის სამხრეთით მდებარე გარეუბანს. ქალაქი სოფლისაგან გამოყოფილია რკინა-ბეტონის კედლით. დასაქმებული მოსახლეობის უმეტესობა მუშაობს ბაიკონურში.
სოფელში ორი საშუალო სკოლა და ორი მეჩეთია. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრში მდებარეობს აეროპორტი კრაინი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.