From Wikipedia, the free encyclopedia
ტორესის სრუტის კუნძულები (ინგლ. Torres Strait Islands) — 274 პატარა კუნძულის ჯგუფი, რომლებიც მდებარეობენ ტორესის სრუტეში, რომელიც ყოფს კონტინენტური ავსტრალიის კონცხ კეიპ-იორკს კუნძულ ახალ გვინეისგან. კუნძულების დიდი ნაწილი ეკუთვნის ავსტრალიის შტატ კუინზლენდს, თუმცა აქვს განსაკუთრებული სტატუსი ძირძველი მოსახლეობის მელანეზიელების უფლებების დასაცავად. კუნძულებს მართავს ადგილობრივი მთავრობა — ტორესის სრუტის რეგიონული სამმართველო. რამდენიმე კუნძული, რომლებიც მდებარეობენ ახალ გვინეასთან ძალიან ახლოს ადმინისტრაციულად ეკუთვნის პაპუა-ახალი გვინეის დასავლეთ პროვინციას. ყველაზე აღსანიშნავია პაპუა-ახალი გვინეის კუნძული დარუ პროვინციის დედაქალაქ დარუსთან ერთად.
მშობ. სახელი: ინგლ. Torres Strait Islands | |
---|---|
ტორესის სრუტის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
9°52′49″ ს. გ. 142°35′26″ ა. გ. | |
მდებარეობა | ტორესის სრუტე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 274 |
ფართობი | 566 კმ² |
კუინზლენდი, დასავლეთ პროვინცია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 4248[1] (2011) |
სიმჭიდროვე | 7,505 ად. /კმ² |
ტორესის სრუტის კუნძულები ქმნიან კუნძულთა ჯგუფს, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე ავსტრალიის მატერიკული ნაწილიდან კუნძულ ახალ გვინეამდე და 200—300 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 48 ათას კმ²-ს. ხმელეთის ფართობია — 566 კმ²[2]. დასავლეთიდან არქიპელაგს აკრავს არაფურის ზღვის წყლები, აღმოსავლეთიდან — მარჯნის ზღვის.
ბოლო გამყინვარების პერიოდში რაიონი, სადაც დღეისათვის მდებარეობს ტორესის სრუტის კუნძულები, ქმნიდა ფეხითმოსიარულეთა ხიდს, რომელიც აერთებდა თანამედროვე ავსტრალიის კონტინენტალურ ნაწილს ახალ გვინეასთან (ერთად გაერთიანებულნი ისინი ცნობილია, როგორც კონტინენტი საჰული ან ავსტრალია-ახალი გვინეა). ეს ფეხითმოსიარულეთა ხიდი შედარებით უახლოეს პერიოდში ჩაიძირა მსოფლიო ოკეანის დონის აწევით ბოლო გამყინვარების პერიოდში (დაახლოებით 12 000 წლის წინ). ამის შედეგად წარმოიშვა ტორესის სრუტე, რომელმაც შეაერთა არაფურის ზღვა და მარჯნის ზღვა. ამ რაიონში მარჯნის რიფების გაბურღვამ დაგვანახა, რომ არქიპელაგმა მიიღო თავისი თანამედროვე მოხაზულობა დაახლოებით VIII-VII ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამასთან ერთად სრუტეში კუნძულების ფორმირების გეოლოგიური პროცესი გრძელდება დღესაც.[3] დასავლეთ ტორესის კუნძულებიდან ბევრი ფეხითმოსიარულეთა ხიდის მწვერვალებია, რომლებიც არ იქნა ჩაძირული.
კუნძულები და მასთან ახლოს მყოფი წყლები და რიფები ქმნიან ძალიან მრავალფეროვან ხმელეთის და წყლის ეკოსისტემებს, ბევრ იშვიათი და უნიკალური სახეობებისათვის თავშესაფარს. კუნძულების ზღვის ფაუნა შედგება დუგონებისაგან (წყლის ძუძუმწოვარა; დუგონების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი სირენების ჯგუფიდან, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ახალი გვინეის წყლებში (ლათ. Dugong dugon)), ასევე მწვანე კუებისაგან, ბისებისგან (ზღვის კუს სახეობა, ლათ. Eretmochelys-ის ერთადერთი წარმომადგენელი) და en:Flatback Turtle. ტორესის სრუტის კუნძულები არის ადგილი, სადაც ბუდობენ და ბინადრობენ ჩიტების მრავალრიცხოვანი სახეობები, ორფეროვანი შხამნაყოფიანი მტრედის ჩათვლით, რომელიც კუნძულელთა ეროვნული ემბლემის სიმბოლოა.
გეოლოგიური სტრუქტურის და ადგილმდებარეობის საფუძველზე, კუნძულები, როგორც წესი, იყოფიან ოთხ ძირითად ჯგუფად:
გეოგრაფიულად კუნძულები იყოფიან ხუთ ჯგუფად:
ასევე ეს დაყოფა ზოგიერთ ხარისხში ასახავს კუნძულთა შორის სოციალურ და კულტურულ სხვაობას. მაგალითად, ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ პაპუასურ ენებზე, ცხოვრობენ აღმოსავლეთის ჯგუფის კუნძულებზე, ისინი კი, ვინც საუბრობს ავსტრალიურ ენებზე, — დასავლეთის, ჩრდილოეთის და ცენტრალური ჯგუფის კუნძულებზე. აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კუნძულების მოსახლეობა მისდევს სოფლის მეურნეობას და ცხოვრობს სოფლებში, სხვა კუნძულების მოსახლეობა უპირატესად დაკავებულია ნადირობით, თევზაობითა და სურსათის შეგროვებით. ცენტრალური ჯგუფის კუნძულების მაცხოვრებლები დაკავებული არიან ვაჭრობით.
წელიწადში გამოიყოფა ორი სეზონი: წვიმიანი და გვალვიანი პერიოდი. ნალექების უმრავლესობა მოდის დეკემბერ—აპრილის მონაკვეთში. ტროპიკული ციკლონები შედარებით იშვიათია. წლის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმი პრაქტიკულად მუდმივია: ნოემბერ—დეკემბერში მერყეობს 25,4—31,2 °C-ს შორის, ივლისში — 22,5—27,7 °C-ია.[4]
ამ ჯგუფის კუნძულები მდებარეობენ ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ძალიან ახლოს (ყველაზე ახლო მდებარე კუნძული დაშორებულია 4 კმ-ზე ახლოს). საიბაი (ტორესის კუნძულებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული) და ბოიგუ — დაბალი სიმაღლის კუნძულებია, წარმოქმნილია ტორესის სრუტეში ჩამავალი ახალი გვინეის მდინარეების ალუვიონური დანალექებისაგან. არსებობს ვრცელი ჭაობიანი ადგილები და მანგროს ტყეები. კუნძულებზე პერიოდულად ხდება წყალდიდობები.
ამ ჯგუფში ასევე გამოსარჩევია შედარებით მცირე ზომის კუნძული — დაუანი — მკვეთრი გორაკებით, აგებული უპირატესად გრანიტისგან. სინამდვილეში ის არის ავსტრალიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ 4000 კმ-ზე გადაჭიმული მთიანი სისტემის დიდი წყალგამყოფი ქედის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი.[5] ეს მწვერვალი გახდა კუნძული გამყინვარების ბოლო პერიოდში მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის აწევის შედეგად.
ამ ჯგუფის კუნძულები მდებარეობენ ტორესის სრუტის შუა ნაწილის სამხრეთით და შედგება უპირატესად გრანიტის გორაკებისაგან, რომელიც დაფარულია ამჟამად ჩაძირული ფეხითმოსიარულეთა ხიდის ძველი მთების ბაზალტის ჯიშის ფენით. ამ ჯგუფში შედიან მოა — ტორესის სრუტის კუნძულებიდან სიდიდით მეორე კუნძული, ასევე ბადუ — შედარებით პატარა კუნძული გარშემორტყმული ვრცელი მანგროს ტყეებიანი ჭაობებით. სხვა პატარა კუნძულებია — მაბუიაგი, პულუ და ნაგჰირი.
კულტურისა და ლინგვისტიკის მიხედვით კუნძულთა ეს ჯგუფი ყველაზე რთულია სრუტის ყველა დანარჩენ კუნძულებს შორის. აქ ცხოვრობენ დასავლეთ-ცენტრალური კუნძულელების ოთხიდან სამი ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობენ დამოუკიდებელ დიალექტებზე.
ეს ჯგუფი, აგრეთვე ცნობილი როგორც სერზდეის კუნძულის ჯგუფი, მდებარეობს კონცხ კეიპ-იორკთან ძალიან ახლოს. ამ კუნძულების ადგილების გეოგრაფიული და გეომეტრიული თავისებურებანი, ასევე მათი გეოლოგიური წარმოშობა ძალიან მსგავსია. მურალაგი — ყველაზე დიდი კუნძული ტორესის სრუტეში, ამ ჯგუფის ახლო განლაგებული კუნძულების ცენტრია. გაცილებით პატარა კუნძული სერზდეი ამ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია: ის ყველაზე უფრო დასახლებულია. კიდევ ერთი პატარა კუნძული — დუმარალაგი, მდებარეობს რამდენიმე ასეულ მეტრზე მურალაგის სამხრეთით. ზოგიერთ ამ კუნძულზე არსებობს მუდმივი მტკნარი წყლის წყარო, ხოლო ზოგიერთ მათგანს ასევე აქვთ ოქროს მცირე რაოდენობის საბადო, რომელთა დამუშავება მიმდინარეობდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. კუნძულები კონტინენტალურ ავსტრალიასთან სიახლოვის გამო ასევე არიან თევზჭერისა და მარგალიტის მოპოვების ცენტრი. კუნძულ ნგურულაიზე მდებარეობს რეგიონული აეროპორტი, რის შედეგადაც მასზე შეიქმნა რაღაც ღია პორტის მაგვარი, სადაც ცხოვრობენ წამოსულები არქიპელაგის სხვადასხვა თემიდან. კირირი — ამ ჯგუფის კიდევ ერთი მუდმივად დასახლებული კუნძულია. კუნძული პოსეიშენი ცნობილია იმით, რომ ჯეიმზ კუკი აქ გადაჯდა 1770 წელს. უესტერნ-აილენდსის ჯგუფის კუნძულების კუნძული მოა კულტურული და ლინგვისტიკური თვალსაზრისით არის ლოუერ-უესტერნ-აილენდსის ჯგუფის კუნძულების ნაწილი.
ამ ჯგუფს უკავია ტორესის სრუტის ცენტრის დიდი ფართობი, შედგება ბევრი ქვიშიანი ბარიერებისგან, გარშემორტყმული მარჯნის რიფებით, მსგავსი მათი, რომელიც აღმოჩენილია დიდ ბარიერულ რიფთან. ამ ჯგუფის უფრო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულები, როგორებიცაა გებარი ან იამა, შედგება ბაზალტის ჯიშისაგან, და არა ქვიშისაგან. კულტურულ მდგომარეობასთან მიმართებაში კუნძული ნაგი უესტერნ-აილენდსის კუნძულების ჯგუფიდან ასევე ნაწილია სენტრალ-აილენდსის კუნძულების ჯგუფისა. გარდა ამისა, ის აგებულია ბაზალტის ჯიშისგან. დაბლობი კუნძულები, რომელთაც აქვთ მარჯნული წარმოშობა და გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, როგორებიცაა პორუმა, უარპაბერი და მასიგი, უმეტესად 2-3 კმ-ით მცირეა სიგრძეში და არ არის 800 მეტრზე განიერი.[6]
ამ ჯგუფის კუნძულებს (ძირითადად მარი, დაუარი და ვაიერი, ასევე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ერუბი და უგარი) აქვთ არქიპელაგის სხვა კუნძულებისგან განსხვავებული გეოლოგიური აგებულება. ისინი წარმოშობით ვულკანურია, აქვთ ვულკანის პიკები, რომლებიც აქტიური იყო პლეისტოცენის დროს. რის შედეგადაც მათ ფერდოებზე არსებობს მდიდარი და ნაყოფიერი წითელი ვულკანური ნიადაგი ხშირი მცენარეული საფარით. ამ ჯგუფის კუნძულებიდან ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული მდებარეობს 20 კმ-ზე უფრო ახლოს დიდი ბარიერული რიფიდან.
მიუხედავად იმისა, რომ სრუტე, რომელშიც განლაგებულია კუნძულები, აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ 1606 წელს ესპანელი ზღვაოსანის ლუის ვაეს დე ტორესის (და დაერქვა მისი სახელი) მიერ, XIX საუკუნემდე, როდესაც დაიწყო ავსტრალიის აქტიური კოლონიზაცია, არქიპელაგი ევროპელების მხრიდან არავითარ განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევდა. ავსტრალიის კოლონიზაციის დროსაც ევროპელებს უფრო აინტერესებდათ უსაფრთხო გასასვლელები კუნძულებს შორის, რისი მეშვეობითაც გემები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლებდნენ მრავალრიცხოვანი მარჯნის რიფებიანი სრუტის გაცურვას, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები და მათი კულტურა.
1791 წელს ედვარდ ედვარდსმა აღმოაჩინა მარის კუნძულები. მოგზაურმა შეადგინა დაწვრილებითი აღწერა აღმოსავლეთით მდებარე კუნძულების მაცხოვრებლების კანოეებისა. 1789 და 1792 წლებში სრუტეში იმყოფებოდა ინგლისელი კაპიტანი უილიამ ბლაი, რომელმაც გამოიკვლია არქიპელაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან ასევე დაიტანა რუკაზე და უწოდა სახელები რეგიონის კუნძულებს და რიფებს. XVIII საუკუნის დასაწყისში ტორესის სრუტის კუნძულები შეისწავლა ზოგიერთმა მოგზაურმა, რომელთა ექსპედიციები ორგანიზებული იყო ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის მიერ (მაგალითად მეტიუ ფლინდერსი). მიუხედავად ამისა, მხოლოდ XIX საუკუნის შუაში გაუკეთდა ორგანიზება მსხვილ სამეცნიერო და კვლევით ექსპედიციებს, რომელთა მიზანი იყო არქიპელაგისა და მისი მაცხოვრებლების საფუძვლიანი შესწავლა.[7]
1860-იან წლებში ტორესის სრუტის კუნძულები გახდა მარგალიტისა და ჰოლოთურიების კომერციული მოპოვების ცენტრი. ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციამ ევროპელებთან მნიშვნელოვნად იმოქმედა ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრებაზე, რომელთა დიდი ნაწილი მუშაობდა უცხოურ აფრიან გემებზე. შემდგომში არქიპელაგზე შეიყვანეს მრავალრიცხოვანი მუშა ძალა ფილიპინებიდან, მალაიადან, იაპონიიდან, ასევე ოკეანეთის სხვა ქვეყნებიდან. სრუტის კუნძულების ეკონომიკურმა პოტენციალმა გამოიწვია ბრიტანეთიოს კოლონიის კუინზლენდის დიდი ინტერესი, რომელიც ცდილობდა აეყვანა იგი თავის კონტროლის ქვეშ. უკვე 1864 წელს რეგიონში თავისი გავლენის გასაძლიერებლად კუინზლენდის მთავრობამ კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე დააარსა დასახლება სომერსეტი. კუინზლენდის გუბერნატორმა უწოდა კიდევაც მას „მეორე სინგაპური“. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მიზანი მიღწეული ვერ იქნა, სომერსეტმა, შემდეგ კი კუნძულმა სერსდეიმ, შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი კუინზლენდის პოლიტიკური კონტროლის გაფართოებაში ტორესის სრუტის კუნძულებზე.[8]
1877 წლისათვის მხოლოდ კუნძულები მერი, ერუბი, უგარი, საიბაი, დაუანი და ბოიგუ იყვნენ ფიჯის გუბერნატორისა და დასავლეთწყნარიოკეანის ტერიტორიის მაღალი კომისარის იურისდიქციის ქვეშ. 1879 წელს მიღებულმა კანონმა სანაპირო კუნძულების შესახებ (ინგლ. Queensland Coast Islands Act) კუინზლენდის ანექსიონისტური მიზნები ტორესის სრუტის კუნძულების მიმართ ფაქტობრივად მიღწეული იქნა: ამ კანონმა კოლონიას ოფიციალურად დაუმტკიცა კონტროლი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე. თუმცა შემდგომში ბრიტანეთის ახალი გვინეის ადმინისტრატორები ცდილობდნენ ამ კანონის გადახედვას, მაგრამ ეს ცდები აღმოჩნდა უშედეგო.[9]
არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობაა ტორესის სრუტის კუნძულელები, მელანეზიელები, რომლებიც კულტურის მხრივ ახლოს დგანან მეზობელ პაპუა-ახალი გვინეის ხალხებთან.
მონაცემები ტორესის სრუტის კუნძულების მოსახლეობის შესახებ XIX საუკუნის შუამდე ძალიან მწირი იყო. მიუხედავად ამისა არსებობდა განსაზღვრული კანონი მოსახლეობის გადანაწილებაში. მაგალითად, იმ კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა, რომელშიც განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მაღალი იყო, ვიდრე არქიპელაგის სხვა კუნძულებზე.
არქიპელაგის ავსტრალიური ნაწილის რეგიონული ცენტრია კუნძული სერზდეი, რომელიც მდებარეობს უელსის პრინცის კუნძულისა და ნახევარკუნძულ კეიპ-იორკის სიახლოვეს. პაპუა-ახალი გვინეის ნაწილის რეგიონული ცენტრია — კუნძული დარუ.
2001 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ტორესის სრუტის კუნძულების ავსტრალიურ ნაწილში ცხოვრობდა 8089 ადამიანი, მათ შორის 6214 ადამიანი იყო კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა. არქიპელაგზე ძირითადი სასაუბრო ენებია კალა-ლაგავ-ია და მერიამ-მირი. ამის გარდა, ფართოდ გამოიყენება კრეოლური ენა ბროკანი. ამ დროს კუნძულელები ცხოვრობდნენ 18 დასახლებულ პუნქტში 17 არქიპელაგის კუნძულზე. რეგიონში პირველი ევროპული დასახლებაა 1863 წელს დაარსებული სომერსეტი ნახევარკუნძულ კეიპ-იორკში. 1877 წელს რეგიონული ცენტრი გადავიდა პორტ-კენედიში კუნძულ სერზდეიზე.[10]
2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ტორესის სრუტის კუნძულების ავსტრალიურ ნაწილში ცხოვრობს 4248 ადამიანი[1], მათ შორის 2180 კაცია, ხოლო 2068 ქალი. კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობაა 3856 ადამიანი. მოსახლეობის საშუალო ასაკია 23 წელი. ბავშვების რაოდენობა 1-14 წლის ჩათვლით შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 36,3 %-ს, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლების მაჩვენებელია 4,8 %. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია: ანგლიკანი — 2045 ადამიანი, ორმოცდაათიანელი — 758 ადამიანი, კათოლიკე — 250 ადამიანი. არ გამოხატა თავისი რელიგიური შეხედულება 313 ადამიანმა. კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის ადგილობრივ ენაზე საუბრობს 2365 ადამიანი, კალა-ლაგავ-იას ენაზე 676 ადამიანი, მერიამ-მირის ენაზე 84 ადამიანი, კრეოლურ ენაზე 59 ადამიანი. სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს 339 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.