From Wikipedia, the free encyclopedia
ტომას კენინგემ „ტომი“ თეიერი (ინგლ. Thomas Cunningham Thayer; დ. 7 ნოემბერი, 1960, პორტლენდი) — ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ Black ’n Blue-ის დამაარსებელი და Kiss-ის წამყვანი გიტარისტი 2002 წლიდან.
ტომი თეიერი | |
---|---|
ტომი თეიერი 2012 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | „Spaceman“ |
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1960 |
დაბ. ადგილი | პორტლენდი, ორეგონი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, მძიმე როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1978–დღემდე |
საიტი | tommythayer.com |
ტომი თეიერი ვიკისაწყობში |
1981 თეიერმა ჯეიმი სენტ-ჯეიმზთან ერთად დააარსა ჯგუფი Black ’n Blue, რომელშიც ასევე შედიოდნენ: ჯეფ უორნერი (გიტარა), პატრიკ იანგი, (ბასი) და პიტ ჰოლმსი (დრამი). ჯგუფმა 1984-1989 წლებში სულ გამოაქვეყნა ოთხი ალბომი Geffen Records-ის ნიშნის ქვეშ. როგორც კი Geffen Records-მა გაწყვიტა კონტრაქტი ბენდთან, ტომიმ დატოვა ჯგუფი. 1991 წელს ჯეიმზთან ერთად ის უკრავდა ჯგუფში Cold Gin.
Kiss-ისთვის იგი ცნობილი გახდა ჯგუფ Cold Gin-დან და მიიწვიეს პოლ სტენლის დაბადების დღეზე დასაკრავად. ცოტა მოგვიანებით Kiss-ის დამფუძნებელმა წევრმა და ბასისტმა ჯინ სიმონსმა თეიერს შესთავაზა მის პირად თანაშემწედ მუშაობა, იგი დაუყოვნებლივ დათანხმდა შემოთავაზებას, ხოლო შემდგომში გახდა Kiss-ის ტურების მენეჯერი. როდესაც ეის ფრეილიმ 2002 წელს დატოვა ჯგუფი, სწორედ ტომიმ ჩაანაცვლა იგი. 2002 წლის მარტში, იამაიკაზე თეიერმა Kiss-ის შემადგენლობაში პირველად დაუკრა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.