![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Clear-script-19th-ctry.png/640px-Clear-script-19th-ctry.png&w=640&q=50)
ტოდო-ბიჩიგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოდო-ბიჩიგი (მონღ. Тодо бичиг) — დამწერლობა მონღოლური ენის ჩასაწერად. შეიქმნა 1648 წელს ოირატი ბუდისტი მღვდლის ზაია პანდიტა ნამკხაი ჩჟამცოს მიერ[1]. ტოდო-ბიჩიგი ტრადიციული მონღოლური დამწერლობის გადამუშავებული ვარიანტია, რომლის მიზანიც თავდაპირველად იყო მონღოლური ბგერების გამოთქმისა და ორთოგრაფიის ერთმანეთთან დაახლოვება, ასევე ტიბეტური ენიდან და სანსკრიტიდან მონღოლური ტრანსკრიფციის გაკეთების გამარტივება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Clear-script-19th-ctry.png/640px-Clear-script-19th-ctry.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/Prijutnoe1.jpg/640px-Prijutnoe1.jpg)
ტოდო-ბიჩიგი რუსეთში მცხოვრები ყალმუხების მიერ 1924 წლამდე გამოიყენებოდა, სანამ იგი რუსულმა კირილიცამ არ ჩაანაცვლა. დღეს ტოდო-ბიჩიგი კვლავ გამოიყენება ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მცხოვრები ოირატების მიერ.