From Wikipedia, the free encyclopedia
ტობერკარი (ინგლ. Tubbercurry ან Tobercurry[2]; ირლ. Tobar an Choire, „ცირკის ჭა“) — ქალაქი ირლანდიაში, მდებარეობს სლაიგოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. სლაიგოს შემდეგ არის საგრაფოს სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი. ტობერკარის მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს პოლონური თემი შეადგენს, რომელიც ადგილობრივ სამრეწველო და სავაჭრო ობიექტებშია დასაქმებული.
ქალაქი | |
---|---|
ტობერკარი Tobar an Choire | |
ქუჩა ტობერკარში | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | სლაიგო |
კოორდინატები | 54.05059°00′00″ ჩ. გ. 8.73333°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 2.26 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 92 მ |
მოსახლეობა | 2307 კაცი (2022[1]) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | http://www.tubbercurry.ie |
პირველად ტობერკარი ისტორიულ წყაროებში 1397 წელს მოიხსენიება, როდესაც ამ მიდამოებში ო'კონორების კლანის ორ ოჯახს შორის გაიმართა ბრძოლა.
ქალაქი, მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, დასავლეთ ირლანდიაში გამორჩეულია ღამის ცხოვრებით. აქ არის რამდენიმე ბარი, რესტორანი და ტრადიციული ირლანდიული ლუდხანა.
2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 747 ადამიანს შეადგენდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.