From Wikipedia, the free encyclopedia
ტირაკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. პროვინცია ბოლივიის კორდილიერის მაღალმთიანეთიდან დაბლა ეშვება და მდინარე ჩაპარეს ტროპიკულ დაბლობებზე იშლება. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 65 კმ-ზე, საერთო ფართობი კი 1 739 კმ²-ია.
პროვინცია | |
---|---|
ტირაკეს პროვინცია Provincia de Tiraque | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 17°20′00″ ს. გ. 65°55′00″ დ. გ. |
ფართობი | 1 739 კმ² |
მოსახლეობა | 35 017 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 52.1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 35 017 ადამიანს შეადგენდა. მათი 96.2%-თვის მშობლიური ენა კეჩუაა.
ტირაკეს პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ტირაკე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.