ტილიგულის ლიმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტილიგულის ლიმანი — ლიმანი სამხრეთ უკრაინაში (ოდესის ოლქისა და მიკოლაევის (ნიკოლაევის) ოლქის ტერიტორიაზე), შავი ზღვის სანაპიროზე.[1]
სიგრძე 80 კმ, სიგანე 0,2–3,5 კმ, სიღრმე — 19 მ-მდე; ფართობი 170 კმ². ზღვიდან გამოყოფილია ქვიშის 4 კმ სიგანის ნაყარით. ლიმანის ფსკერი ზოგან დაფარულია შავი ტალახით, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც აქვს.