ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტი (ტიგრ. ḥizbāwī weyānē ḥārinet tigrāy; ამჰ. ህዝባዊ ወያነ ሓርነት ትግራይ), ტგსფ — 1970-1980-იან წლებში ეთიოპიის აჯანყებულთა მოძრაობა, 1991 წლის შემდეგ — მემარცხენე პოლიტიკური პარტია. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო დსას-ემპ-ის რეჟიმის წინააღმდეგ სამოქალაქო ომში. გამოდის ტიგრაის რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ითამაშა გადამწყვეტი როლი მენგისთუ ჰაილე მარიამის დამხობაში. 1991 წლიდან ხელისუფლებაშია, როგორც ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტის წევრი მელეს ზენავის მეთაურობით. სხვადასხვა ფორმით 2018 წლამდე იმყოფებოდა ხელისუფლების სტრუქტურებში. 2019 წლიდან ის ეროვნულ დონეზე გადავიდა ოპოზიციაში, მაგრამ ტიგრაის რეგიონის მმართველ პარტიად რჩება.
სწრაფი ფაქტები ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტი, ხელმძღვანელობა ...
ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტი | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | დებრეციონ გებრემიქაელი[1] |
ისტორია | |
დაფუძნდა | 18 თებერვალი, 1975 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ეთნიკური ნაციონალიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
სახალხო წარმომადგენელთა პალატა |
37 / 547 |
ტიგრაის რეგიონული პარლამენტი |
152 / 152 |
ფერები | წითელი და ოქროსფერი |
შტაბ-ბინა | მეკელე |
tplfofficial.org |
დახურვა