![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/Ethnolinguistic_map_of_Burma_1972_en.svg/langka-640px-Ethnolinguistic_map_of_Burma_1972_en.svg.png&w=640&q=50)
ტიბეტურ-ბირმული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიბეტურ-ბირმული ენები — ჩინურ-ტიბეტური (იმავე სინოტიბეტური) ენათა ოჯახის წყვილ განშტოებათაგან (სინიტურის გვერდით) ერთ-ერთი. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე ლაპარაკობენ სამხრეთ ჩინეთში, ჰიმალაისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 70 მლნ. კაცს შეადგენს. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობის საპირისპიროდ 8 ჩინურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1,2 მლრდ. ადამიანია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/Ethnolinguistic_map_of_Burma_1972_en.svg/640px-Ethnolinguistic_map_of_Burma_1972_en.svg.png)
ტიბეტურ-ბირმული ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ბირმული ენა, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი მიანმარში შეადგენს 35 მილიონ ე.წ. „მშობლიურენოვანს“, ხოლო ე.წ. „მეორეენოვანთა“ რაოდენობა კი 15 მილიონს აღემატება.