From Wikipedia, the free encyclopedia
ტიბერიუს II კონსტანტინე (დ. 520/535 — გ. 14 აგვისტო, 582) — ბიზანტიის იმპერატორი 578–582 წლებში. წარმოშობით იყო თრაკიელი. იმპერატორ იუსტინე II-ს პირადი დაცვის უფროსი და მეგობარი. იმპერიას ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავდა 574 წლიდან, როდესაც ის იუსტინე II-მ იშვილა და თანამმართველად გამოაცხადა, ხოლო თვითონ ქვეყნის მართვას განერიდა. ტიბერიუსი არ ზრუნავდა პირად კეთილდღეობაზე. მას მთავრ მიზნად მიაჩნდა საყოველთაო კეთილდღეობა. ამისთვის ხაზინიდან სოლიდურ ხარჯებსაც არ ერიდებოდა. მისი კურსით უკმაყოფილო დედოფალმა სოფია-მ და მხედართმთავარმა იუსტინიანემ მისი ჩამოგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც გამჟღავნდა. თუმცა ტიბერიუსმა გამოიჩინა იმ დროისთვის გაუგონარი სულგრძელობა და შეთქმულები ცოცხალი დატოვა. მრავალი ბრძოლა გადახდა სპარსელებთან, სლავებთან და ავარებთან. მათ ებრძოდა გარდამავალი უპირატესობით. 582 წელს თავისი ასული შერთო მხედართმთავარ მავრიკიოსს და იგი გამოაცხადა მემკვიდრედ. ისტორიაში შევიდა როგორც ჭკვიანი და წინდახედული მმართველი.
ტიბერიუს II | |
---|---|
Flavius Tiberius Constantinus Avgustus | |
სოლიდუსი ტიბერიუს II-ის გამოსახულებით | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 578 |
მმართ. დასასრული: | 582 |
წინამორბედი: | იუსტინე II |
მემკვიდრე: | მავრიკიოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 520/535 |
გარდ. თარიღი: | 582 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | ინო ანასტასია |
შვილები: | კონსტანტინა |
დინასტია: | იუსტინიანიდების |
წინამორბედი: იუსტინე II |
ბიზანტიის იმპერატორი 578 - 582 |
შემდეგი: მავრიკიოსი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.